"არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ჩემ მიმართ გამოთქმული საყვედურები რამდენად სამართლიანია. ლევან კობიაშვილისთვის მთავარია, ამ პრობლემიდან გამოვიყვანოთ გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს განასახიერებს და "ტორპედოს", მისი ისტორიის, ტრადიციებისა და გულშემატკივრების გარეშე ჩემთვის ეროვნული ლიგა ძნელი წარმოსადგენია.
ურთულესი მდგომარეობაა. მიმდინარეობს გუნდის გადაბარების პროცესი და სწორედ ამ პროცესში შეიქმნა პრობლემა. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ქუთაისის "ტორპედოს" გასხვისების დროს, კლუბი ვალების გარეშე გადაეცა ინვესტორს. ახლა გუნდს ვალები აქვს, ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ გუნდი სახლმწიფოს უკან დაუბრუნდება, ვალების გარეშე უნდა დაუბრუნდეს. ამჟამინდელი მფლობელი ამ ვალებს არ აღიარებს, აღიარებამდე საკითხი იურიდიული დავის საგანია და ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს.
მაგრამ, გარკვეული გამოსავალი გადაბარების პროცესის დასრულებამდე ვიპოვეთ. დროებით, კლუბში მერიის წარმომადგენელი დაინიშნა, რომელიც გარკვეული თანხების მოზიდვაზე იმუშავებს. რესურსების მოძიება მფლობელთა იმ ჯგუფის პირობებში შეუძლებელი გახლდათ, რადგან ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შეუძელებელი იყო ვინმეს გარედან რაიმე სახის ინვესტიცია განეხორციელებინა.
ანუ, უკვე ორი მიმართულებით მიმდიბარეობს პროცესი: ერთია, მერიის კუთხით, რომელიც კლუბის დაბრუნების საქმეზე იმუშავებს და მეორე, დანიშნული პირი, რომელიც ეცდება, რომ ხვალ, ზეგ, რამდენიმე დღესა თუ კვირაში კლუბში გარკვეული თანხები შევიდეს.
ის რაც აქამდე იყო შეუძლებელი, ახლა მე უკვე რეალურ შანსებს ვხედავ, რომ ამ გუნდში შესაძლოა გაჩნდეს თანხები, რისი საშუალებითაც ფეხბურთელებზეც გაიცემა ხელფასები და "ტორპედოსაც" სულ სხვა რეალობა ექნება."
"ტორპედო" განცხადებას "საბურთალოსთან" ნამატჩევს გააკეთებს
"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში