fcsaburtalo.ge: "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! [VIDEO]

AutoSharing Option
სათაური სრულად ასახავს მატჩის სცენარს - დიახ, 2 ოქტომბერს "დინამო არენაზე" "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! მთავარ როლში ფიფას კატეგორიის მსაჯი, საქართველოში "ვითომ" პერსპექტიული გიორგი ყრუაშვილი იყო, როლებში კი მისი ასისტენტ-დამხმარეები - შოთა ქუხილავა, გიორგი ვარდიძე და ძმანი მისნი.

პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაში მსაჯები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ "საბურთალოს" წინააღმდეგ, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.

გუშინ ყრუაშვილმა მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა თავის ახალგაზრდულ ცხოვრებაში - 75-ე წუთამდე თავისი საქმე "გააკეთა", მერე კი განაგრძო ჩვეულებრივი მსაჯობა. მატჩის მე-4 წუთზე აშკ
არა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა "საბურთალოს" სასარგებლოდ. მე-19 წუთზეც შეეძლო პენალტის დანიშვნა, თუმცა ამ შემთხვევაში საკამათო ეპიზოდი იყო.

ყრუაშვილი საბურთალოელების უხეშობისთვის და მაისურზე დაქაჩვისთვის ყვითელ ბარათებს უჩვენებს ფეხბურთელებს, ანალოგიური ქმედებებით მასპინძლებს მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებს. შეხვედრის 69-ე წუთზე "საბურთალო" 10 კაცით დარჩა, ხოლო 75-ე წუთზე ისეთ თერთმეტმეტრიანს ნიშნავს "საბურთალოს" კარში, რომ "დინამოს" თავგადაკლული ქომაგიც კი გააკვირვა!

არ ვიცი, იცით თუ არა, შესაძლოა სიახლეს ვამბობ, მაგრამ საქართველოში მსაჯი უშეცდომოა! ყოველ შემთხვევაში, ამას გვიმტკიცებენ მსაჯთა კორპუსში - არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც მსაჯთა ხელმძღვანელებს ეღიარებინოთ ამა თუ იმ მსაჯის შეცდომა, ან რომელიმე მათგანით უკმაყოფილება გამოეთქვათ. ჰოდა, ვიდრე მსგავსი მიდგომა იქნება, ვიდრე რეალურად არ შეაფასებენ ამა თუ იმ ადამიანის ქმედებას, მანამდე ასეთ დღეში ვიქნებით.

როგორ ფიქრობთ, გუშინ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსაჯები ასე "ჭკვიანურად" მსაჯობდნენ "საბურთალოს" წინააღმდეგ? სულ მცირე ხნის წინ "საბურთალოს" მონაწილეობით მატჩში ანალოგიურად, ერთი-ერთში მოიქცა ყრუაშვილის კოლეგა ჯენერი ხორავა! ამ დუეტს დიდად არც გიორგი კიკაჩეიშვილი ჩამოუვარდება… რომ დააკვირდეთ "საბურთალოს" მატჩებს ზედა ხუთეულის გუნდებთან, სადაც უფრო დიდი შანსია, გუნდმა ქულები დაკარგოს, ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ "სამეულს" ნიშნავენ მთავარ არბიტრებად.

არ იფიქროთ, მხოლოდ წლეულს მსაჯობენ არბიტრები ტენდენციურად "საბურთალოს" საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კლუბი ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაშინაც იყო მიზანმიმართული ბრძოლა, მაგრამ 2018 წელს ჩვენმა კლუბმა ყველანაირი ბარიერი დაძლია და დასახულ მიზანს მიაღწია!

ზოგადად, მსაჯების არაკომპეტენტურობა და ხშირ შემთხვევაში მიკერძოებული მიდგომა, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, აჩენს უსამართლობის გრძნობას, რაც თავისთავად ინტერესს აკარგვინებს ინვესტორებს და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთის გულშემატკივრებს. ყოველივე ეს ფაქტორი, ხელს უშლის ქართული ფეხბურთის განვითარებას.

მსაჯებზე საუბარს ყოველთვის ვერიდებით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, უთქმელობა დანაშაულად მიგვაჩნია და გულისტკივილი მოვიტანეთ გულშემატკივრამდე. რაც შეეხება მატჩს - ვიდრე "საბურთალო" კაცნაკლული დარჩებოდა, მეტოქეს აღემატებოდა თამაშითაც და ანგარიშითაც. მხოლოდ პირველ ტაიმში გატანილი გოლის გარდა, სამჯერ მართებდა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს "დინამოს" კარის აღება, მაგრამ… ბოლოს კი, რაც მოხდა და როგორც მოხდა, ზემოთ ვრცლად გითხარით. დანარჩენი კი ყველაფერი თავად განსაჯეთ…

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 49 /
პენალი უეჭველია. ეს კომენტატორები გადამრევენ, ბურთი სხვაგან მიდიოდაო. ამიტომ კაცი უნდა ძნეყო, ძირს? ავტობუსის გაჩერებაზე რომ გაგაიმასქნან, და მერე აქეთ მოგაწვნენ, რა გაყვირებს ეგ ავტობუსი სხვაგან მიდიოდაო.
kaira
04 ოქტომბერი 2019 11:58
4
ეს გუნდი წესით უნდა დაეშალათ თუ ნამუსი აქვთ
dvalishvili lado
04 ოქტომბერი 2019 11:51
6
ფეხბურთი, ქართველთა დიდი სიყვარულია, ვისაც ეს თამაში სათანადო დონეზე არ შეუძლია, თავი უნდა დაანებოს ფეხბურთს. კაცი მინისტრად მუშაობდი და იმდენი მაინც ვერ ისწავლე, რომ შერცხვენილი თავჩაღუნული უნდა დადიოდეს და არა საჯარო განცხადებებს აკეთებდეს ურცხვად და თანაც მიკერძოებულს.
გიზოგ
04 ოქტომბერი 2019 11:27
2
ათწლეულები გავა და საბურთალო, მაინც "არარატთან" თამაშით ემახსოვრება გულშემატკივარს, სამწუხაროდ
goga
04 ოქტომბერი 2019 10:57
3
გააუქმეთ რა ეს ნაგავი გუნდი, ან რებრენდირება გაუკეთეთ, ამათ დანახვაზე სულ ის საშინელი დღე მახსენდება.
zura
04 ოქტომბერი 2019 10:33
5
თვითონ რომ არ ყოფნით ნამუსი, გარედანაა მიხმარება საჭირო. სამარცხვინოები უნდა მოშორდეს ეროვნულ "ეროვნულ ლიგა"-ს.
გიზოგ
04 ოქტომბერი 2019 11:22
5
არაკომპეტენტური და ,,არაუშავს" კომენტატორების ბრალია ყველაერი.ბოდიში მაგათ აქვთ მოსახდელი.დინამოს გოლი რომ არ ჩაუთვალეს,ზუსტად ანალოგიური იყო პენალტიც.ქიმაძე ერთიერთზე გადიოდა და იყო მეორე ყვითელი და სამართლიანად გააგდო.მალიც უდა გაეფრთხილებინა პენალტის დანიშვნისას.
ჯუბა
04 ოქტომბერი 2019 10:13
6
ჯენერი ხორავას და ქუხილავას და მსგავსი მსაჯების სინდისზეა რამდენიმე რაიონში რომ ფეხბურთი მოკვდა. და დინამო რო ყველა მსაჯის ფავორიტია და ეს არახალია... სპარტაკის ,,მოყვარულობა" სსრკ-ში მონაგონია დინამოსთან შედარებით
Irakli Apkhaidze
04 ოქტომბერი 2019 10:08
21
საბურთალო დამარცხდა თბილისის დინამოსთან და თქვენ ეს მარცხი მსაჯებს კი არა საკუთარ თავს უნდა დააბრალოთ, კიდევ ერთი თამაში გაქვთ დარჩენილი დინამოსთან ის თამაში მოიგეთ და ასე გადაუხადეთ სამაგიერო მსაჯსაც და დინამოსაც! გისურვებთ წარმატებებს!!! ისე ვით ჯორჯიასთან ფრე როგორ ითამაშეთ ამაზე არ გაბრაზებულხართ? ტორპედოზე არაფერს ვამბობ...ესენიც მსაჯის ბრალი იყო?
grigoli zamza
04 ოქტომბერი 2019 10:08
7
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
გიზოგ
04 ოქტომბერი 2019 11:30
5
თქვენ ჩემო ძმაო თვითკრიტიკა არა გაქვთ? სანდოხაძე ყველა შემთხვევაში გასაგდები იყო 21წუთზე ყვითელი ჰქონდა,მსაჯმა კი წითელი იმიტომ უჩვენა რომ ეპიზოდი შეაფასა როგორც ბოლო იმედის ჯარიმად.უნდა მოგვეგო თამაშიო,მომენტები გვქონდაო,კი ბატონო გეთანხმებით უნდა მოგეგოთ,თუ ყრუაშვილი მაგ მომენტებს გოლებად აქცევდა და ჰეთრიკს შეასრულებდა. ზემოდან კი ერთ კარგ მაკრატელასაც დააყოლებდა და საბოლოო ჯამში პოკერს გაიფორმებდა.ალბათ ევრო ტურნირიდან გამოვარდნა მსაჯების ბრალია,იქაც გქონდათ მომენტები,მაგრამ პენალი თქვენ კარში დაინიშნა.სირცხვილია!
ilo
04 ოქტომბერი 2019 09:55
4
საბურთალო არ მაინტერესებს ყრუაშვილო სამტრედიაში არც იფქრო ჩამოსვლა
samtredia
04 ოქტომბერი 2019 09:46
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული