fcsaburtalo.ge: "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! [VIDEO]

AutoSharing Option
სათაური სრულად ასახავს მატჩის სცენარს - დიახ, 2 ოქტომბერს "დინამო არენაზე" "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! მთავარ როლში ფიფას კატეგორიის მსაჯი, საქართველოში "ვითომ" პერსპექტიული გიორგი ყრუაშვილი იყო, როლებში კი მისი ასისტენტ-დამხმარეები - შოთა ქუხილავა, გიორგი ვარდიძე და ძმანი მისნი.

პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაში მსაჯები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ "საბურთალოს" წინააღმდეგ, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.

გუშინ ყრუაშვილმა მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა თავის ახალგაზრდულ ცხოვრებაში - 75-ე წუთამდე თავისი საქმე "გააკეთა", მერე კი განაგრძო ჩვეულებრივი მსაჯობა. მატჩის მე-4 წუთზე აშკ
არა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა "საბურთალოს" სასარგებლოდ. მე-19 წუთზეც შეეძლო პენალტის დანიშვნა, თუმცა ამ შემთხვევაში საკამათო ეპიზოდი იყო.

ყრუაშვილი საბურთალოელების უხეშობისთვის და მაისურზე დაქაჩვისთვის ყვითელ ბარათებს უჩვენებს ფეხბურთელებს, ანალოგიური ქმედებებით მასპინძლებს მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებს. შეხვედრის 69-ე წუთზე "საბურთალო" 10 კაცით დარჩა, ხოლო 75-ე წუთზე ისეთ თერთმეტმეტრიანს ნიშნავს "საბურთალოს" კარში, რომ "დინამოს" თავგადაკლული ქომაგიც კი გააკვირვა!

არ ვიცი, იცით თუ არა, შესაძლოა სიახლეს ვამბობ, მაგრამ საქართველოში მსაჯი უშეცდომოა! ყოველ შემთხვევაში, ამას გვიმტკიცებენ მსაჯთა კორპუსში - არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც მსაჯთა ხელმძღვანელებს ეღიარებინოთ ამა თუ იმ მსაჯის შეცდომა, ან რომელიმე მათგანით უკმაყოფილება გამოეთქვათ. ჰოდა, ვიდრე მსგავსი მიდგომა იქნება, ვიდრე რეალურად არ შეაფასებენ ამა თუ იმ ადამიანის ქმედებას, მანამდე ასეთ დღეში ვიქნებით.

როგორ ფიქრობთ, გუშინ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსაჯები ასე "ჭკვიანურად" მსაჯობდნენ "საბურთალოს" წინააღმდეგ? სულ მცირე ხნის წინ "საბურთალოს" მონაწილეობით მატჩში ანალოგიურად, ერთი-ერთში მოიქცა ყრუაშვილის კოლეგა ჯენერი ხორავა! ამ დუეტს დიდად არც გიორგი კიკაჩეიშვილი ჩამოუვარდება… რომ დააკვირდეთ "საბურთალოს" მატჩებს ზედა ხუთეულის გუნდებთან, სადაც უფრო დიდი შანსია, გუნდმა ქულები დაკარგოს, ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ "სამეულს" ნიშნავენ მთავარ არბიტრებად.

არ იფიქროთ, მხოლოდ წლეულს მსაჯობენ არბიტრები ტენდენციურად "საბურთალოს" საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კლუბი ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაშინაც იყო მიზანმიმართული ბრძოლა, მაგრამ 2018 წელს ჩვენმა კლუბმა ყველანაირი ბარიერი დაძლია და დასახულ მიზანს მიაღწია!

ზოგადად, მსაჯების არაკომპეტენტურობა და ხშირ შემთხვევაში მიკერძოებული მიდგომა, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, აჩენს უსამართლობის გრძნობას, რაც თავისთავად ინტერესს აკარგვინებს ინვესტორებს და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთის გულშემატკივრებს. ყოველივე ეს ფაქტორი, ხელს უშლის ქართული ფეხბურთის განვითარებას.

მსაჯებზე საუბარს ყოველთვის ვერიდებით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, უთქმელობა დანაშაულად მიგვაჩნია და გულისტკივილი მოვიტანეთ გულშემატკივრამდე. რაც შეეხება მატჩს - ვიდრე "საბურთალო" კაცნაკლული დარჩებოდა, მეტოქეს აღემატებოდა თამაშითაც და ანგარიშითაც. მხოლოდ პირველ ტაიმში გატანილი გოლის გარდა, სამჯერ მართებდა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს "დინამოს" კარის აღება, მაგრამ… ბოლოს კი, რაც მოხდა და როგორც მოხდა, ზემოთ ვრცლად გითხარით. დანარჩენი კი ყველაფერი თავად განსაჯეთ…

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 49 /
ისე უეფაში " ღირსების აღსადგენად" გაგზავნილ წერილს რა ბედი ეწია?
გია
04 ოქტომბერი 2019 13:34
1
თქვე უნიჭოებო თქვენა, რა შუაშია ბურთი საით მიდიოდა, სულაც რომ საჯარიმოში არ იყოს ბურთი და ფეხი დაუდო ან მუჯლუგუნი კრა მეტოქეს საჯარიმოში, პენალტი არაა? ფეხბურთი ვისაც არ უთამაშია არასოდეს, იმას კომენტატორობა არ უნდა ანდოთ. დიახაც პენალტი იყო და მეეჭვება, რომ ძალით აიკიდა კაპიტანმა, ყოველ შემთხვევაში პროტესტი მას არ გამოუხატავს. არარატთან თამაშის შემდეგ აღარაფერი აღარ მიკვირს ამათგან.
bmb
04 ოქტომბერი 2019 14:40
3
მართლა გვიპასუხეთ წერილი თუ გააგზავნეთ"ღირსების დასაცავად" უეფაში და რა ეტაპზეა გამოძიება? ჟურნალისტებო დაუკავშირდით და კითხეთ.
გია
04 ოქტომბერი 2019 13:31
1
პენალი უეჭველია. ეს კომენტატორები გადამრევენ, ბურთი სხვაგან მიდიოდაო. ამიტომ კაცი უნდა ძნეყო, ძირს? ავტობუსის გაჩერებაზე რომ გაგაიმასქნან, და მერე აქეთ მოგაწვნენ, რა გაყვირებს ეგ ავტობუსი სხვაგან მიდიოდაო.
kaira
04 ოქტომბერი 2019 11:58
4
საბურთალო დამარცხდა თბილისის დინამოსთან და თქვენ ეს მარცხი მსაჯებს კი არა საკუთარ თავს უნდა დააბრალოთ, კიდევ ერთი თამაში გაქვთ დარჩენილი დინამოსთან ის თამაში მოიგეთ და ასე გადაუხადეთ სამაგიერო მსაჯსაც და დინამოსაც! გისურვებთ წარმატებებს!!! ისე ვით ჯორჯიასთან ფრე როგორ ითამაშეთ ამაზე არ გაბრაზებულხართ? ტორპედოზე არაფერს ვამბობ...ესენიც მსაჯის ბრალი იყო?
grigoli zamza
04 ოქტომბერი 2019 10:08
7
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
გიზოგ
04 ოქტომბერი 2019 11:30
5
დაგჩაგრათ კი არა, დინამო დაიჩაგრა, ბურთი არ ჩაუთვალეს, წუწუნს ჯობია ფეხბურთელები მოძებნოთ და არა მოჭიდავეები, ძალიან გინდათ მსხვერპლის როლში იყოთ, მარა ეგრე არაა ტოოო!!!
ფეხბურთი და არა ჭიდაობა და რაგბი!!!
კ ო მ ბ ლ ე
03 ოქტომბერი 2019 23:23
7
ვინ უგებს ასაკობრივში დინამოს საბურთალო?? თვალში ნაცარს გვაყრით თუ რას შვებით ჩახედეთ ერთი შედეგებს. ან ამას რა მნიშვნელი აქვს შენს საფეხბურთო წესების არცოდნასთან. ხელი კრეს დააგდო ეგ ჯარიმაა შესაბამისად პენალტი, თავად ვინც ჰკრა ხელი იმას არ გაუპროტესტებია, გეყოფფა ამ ძალიან სირცხვილი პოსტს დაცვა!!!
გურამი
04 ოქტომბერი 2019 15:02
6
ფეხბურთელები უფრო ბევრნი არიან ვიდრე გულშემატკივრები,ალბათ ძალიან ძვირი ღირდა ბილეთი,დააგდეთ ფასი ბილეთების ვერ ხედავთ ყველას არ არქვს საშვალება თამაშზე დასწრების
ზაზა
04 ოქტომბერი 2019 00:51
1
საბურთალო მსაჯებთან არა მარა არარატთან ნამდვილად დამარცხდა
Gggg
04 ოქტომბერი 2019 14:55
1
ფეხბურთი, ქართველთა დიდი სიყვარულია, ვისაც ეს თამაში სათანადო დონეზე არ შეუძლია, თავი უნდა დაანებოს ფეხბურთს. კაცი მინისტრად მუშაობდი და იმდენი მაინც ვერ ისწავლე, რომ შერცხვენილი თავჩაღუნული უნდა დადიოდეს და არა საჯარო განცხადებებს აკეთებდეს ურცხვად და თანაც მიკერძოებულს.
გიზოგ
04 ოქტომბერი 2019 11:27
2

სიახლეები პოპულარული