როინ კვასხვაძე: "ტორპედო" ჩვენ თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ..."

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

ქუთაისის "ტორპედოს" მეკარემ და კაპიტანმა როინ კვასხვაძემ გულშემატკივარს მიმართა:

"მინდა, გულშემატკივარმა სწორად გაიგოს ჩვენი პოზიცია.

"ტორპედოდან" არცერთი ფეხბურთელი არ წასულა. პირიქით, ძალიან გვინდა გავიდეთ, ვივარჯიშოთ, მოახლოებულ მატჩებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქამდე მივედით, რომ ეს ფიზიკურად აღარ შეგვიძლია.

ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობს. ელემენტარულია, ხომ უნდა იკვებონ?! დღეს უკვე აღარც მაგის საშუალებაა! სავარჯიშო პირობები არაა, მომავალი გაურკვეველია...

"ტორპედო" არ მიგვიტოვებია! უბრალოდ, იმდენად რთულ პირობებში ვართ, ძველებურად გაჩერება შეუძლებელია.

პირადად ჩემთვის "ტორპედოს"
დაშლა ძალიან მტკივნეული იქნება. "ტორპედო" არაა რიგითი კლუბი, მას გაფრთხილება უნდა. დღეს "ტორპედო" ჩვენ თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ..."


მომზადებულია facebook.com/FCTorpedoKutaisi1946-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
სირცხვილია!!! ქართული ფეხბურთის "შეფობას" თავმოყვარეობა არ გააჩნია უბრალოდ!!!
გიგა
21:32 09-10-2019
2
კეთილი ინებოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და აუტალახოს კარი ვისაც ეს ეხება და გადაარჩინოს "ტორპედო" განადგურებას!!!...
არტაგი
23:59 09-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული