11 არასრულწლოვანი - "ტორპედოს" განაცხადი "საბურთალოსთან" მატჩში

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" კრიტიკული სიტუაცია გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელებმა, გაუსაძლისი სიტუაციიდან გამომდინარე, ვარჯიშს დაანებეს თავი.

როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თქვა, წასული ფეხბურთელებიდან რამდენიმემ კლუბს უეფაშიც კი უჩივლა. გამომდინარე აქედან, "ტორპედოში" მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია.

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩში "ტორპედომ" წყალტუბოში თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და მოედანზე ქუთაისური გუნდის განაცხადში 11 ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელიც 18 წელზე ნაკლებია.

სოსო კოპალიანი კი სულაც 13 წლის ასაკში მოხვდა განაცხადში.

ასე გამოიყურებოდა "ტორპედოს" განაცხადი "საბურთალოსთან" მატჩში:

  • სოსო კოპალიანი (13 წლის);
  • ლუკა ელბაქიძე (15 წლის);
  • ირაკლი
    მელქაძე (15 წლის);
  • ლუკა მჟავანაძე (15 წლის);
  • დავით ასათიანი (16 წლის);
  • მურთაზ სანებლიძე (16 წლის);
  • ოთარ აფრიდონიძე (16 წლის);
  • გურამ დეისაძე (16 წლის);
  • სერგი ბაბუნაშვილი (16 წლის);
  • აკაკი მელაძე (16 წლის);
  • ბექა ღირდალაძე (17 წლის);
  • გიორგი აბზიანიძე (18 წლის);
  • ვატანგ ბოჭორიშვილი (18 წლის);
  • თამაზ შარვაშიძე (18 წლის);
  • იაკობ მაღლაფერიძე (19 წლის);
  • მათე აბულაძე (19 წლის);
  • ლუკა ფიფია (21 წლის);
  • ნიკა ქორიძე (22 წლის)

მკითხველის კომენტარები / 3 /
კანონი თუ უდგება, ასეთი ხალხი უეჭველი უნდა დასაჯო, ციხე არაა სავალდებულო, რაც წაიღო, უკან უნდა მოატანინო თავისი პროცენტებით და სხვები აღარ იზამენ!
ბმბ
21:34 21-10-2019
0
ორი წლის უკან ვთქვი სიმართლე ჩაჩავაზე და თავს დამეხსნენ ეგო ინვესტორიაო. ივესტორია თუ რაცაა, აგერ გამოჩნდა. მანამდეც ცნობილი ყოფილა ბარეორისთვის. სწორედ იმ ხალხმა ჩამაყენა საქმის კურსში. მაგრად უნდა დაჯარიმდეს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული