ეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "ჩიხურას" უსიამოვნო სიურპრიზი ბათუმის "დინამოს"

AutoSharing Option
პირველ ნოემბერს ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ", ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდის ფეხბურთელები ცდილობდნენ ფეხბურთის თამაშს, ყოველ შემთხვევაში, რის საშუალებასაც მინდვრის საფარი იძლეოდა.

27-ე წუთზე დვალიშვილის დარტყმის შემდეგ, როგორც გამეორებაზე გამოჩნდა საჩხერელთა მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ შეამჩნია.

altსაკამათო ეპიზოდი ჩიხურა-დინამოს მატჩში [VIDEO]


პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოვინო ფლამარიონი მეტოქის საჯარიმოსთან თამაშის წესების დარღვევით გააჩერეს, თუმცა მსაჯის სასტვენი დუმდა.

ბათუმელები უფრო მეტად უტევდნენ, თუმცა
67-ე წუთზე საპირისპირო მოხდა და მასპინძლებმა კონტრშეტევაზე გაიტანეს. გატანილი გოლის ავტორი გიორგი ფანცულაია გახდა.

ამ გოლის შემდეგ სტუმრებმა უფრო დაბეჯითებით დაიწყეს შეტევები, თუმცა "ჩიხურა" თავს კარგად იცავდა და ზოგჯერ არც "დინამოს" შეტევები იყო იდეალური.

87-ე წუთზე კი რატი არდაზიშვილმა ბათუმელთა საჯარიმოში ბურთი მიიღო, ერთბაშად სამი კაცი მოატყუა და ეფექტური გოლი გაიტანა.

საბოლოოდ "ჩიხურამ" 2:0 მოიგო და 41 ქულით მეხუთე ადგილზე გადავიდა. რაც შეეხება სატურნირო ცხრილის ლიდერ ბათუმის "დინამოს", ეს აჭარლებისთვის მტკივნეული მარცხია, რადგან ქულები ჩემპიონობისთვის ჰაერივით სჭირდებათ. თანაც ბათუმელები უკვე მეოთხე მატჩია ვერ იგებენ - აქამდე ზედიზედ სამი ფრე დააფიქსირეს.

ამჟამად ბათუმის "დინამო" 64 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა 3 ნოემბერს თავიანთ მატჩებს "დინამო თბილისი" (63) და "საბურთალო" (61) გამართავენ.

ივანწმინდა. ცენტრალური
ჩიხურა-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: 1:0 გიორგი ფანცულაია (67), 2:0 რატი არდაზიშვილი (87)

ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ოლეგ მამასახლისი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი ფანცულაია, გიორგი კორიფაძე, მიშიკო სარდალიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, რატი არდაზიშვილი, შოთა კაშია (კ)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო (ბთ). 4-2-3-1: მიხეილ ალავიძე (კ), ბენჟამინ ტეიდი, ჯამბულ ჯიღაური, გიული მანჯგალაძე, ჯოვინო ფლამარიონი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, მამუკა კობახიძე, ვლადიმერ დვალიშვილი, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 15 /
კარგი ბატონო გუნდს რომელსაც ჩემპიონობა სურს უკეთ უნდა ითამაშოს,მაგრამ მსაჯმა პენალი არ დანიშნა,ჯარიმა თუ დანიშნავდა მაშინ წითელიც უნდა ეჩვენებინა,რათქმაუნდა არ დანიშნა,ჰოდა სულ კეთილ და კარგ ამბებს ვუსურვებ მთელ მსაჯთა მოდგმას,ფეხბურთს ვთამაშობდი და კარგად ვერკვევი ამ მსაჯების მაიმუნობაში მაგრამ კაცი ორ მეტრში იდგა,ყველაფერი დაინახა კარგად,თუ გუნდი ხარ და ჩემპიონობა გინდა მსაჯებიანად უნდა მოუგო ყველას აბა სამი მეტრიდან რომ ვერ გაიტან მესამე თამაშია უკვე,მოკლეთ,ასეა ეს.
გოჩა
01 ნოემბერი 2019 16:09
0
ხოდა როცა ჩემპიონობისთვის იბრძვი და ამბიცია გაგაჩნია თავის გუნდიან, თავის მსაჯიანად,ყველაფრიანად უნდა შეჭამო და მიზეზები არ ეძებო ხან მსაჯიო ხან მოედანიო ითამაშე უფრო მეტი ჯიგრით და ყველაფერი კარგად იქნება მითუმეტეს მთელი რეგიონი გვერდით გიდგას და ყველა გასვლაზე თან დაგყვება ამხელა ამალა.ჯიგარი უნდა მეტი და სპორტული ჟინი.ძალიან ნაწყენები ვართ დღევანდელი თამაშით.
gogia
01 ნოემბერი 2019 17:11
3
საბურთალოს ჩემპიონობა თითქმის არავის უნდა,მაგრამ ობიექტურად ამ სამში ყველაზე ძლიერი სწორედ საბურთალოა.ყველაზე შეთამაშებული,თან საკუთარი აღზრდილები ყავს თითქმის ყველა,როგორც გუნდი ორივეზე მეტად გამოცდილია.დინამოსთან არ გაუმართლა თორე დიდი ანგარიშით უნდა მოეგო.აი დინამოდან შენგელია რომ არ წასულიყო ჩემპიონი დინამო გახდებოდა.საბურთალო დარჩენილ ყველა თამაშს მოიგებს,დინამოს რუსთვში გაუჭირდება.ობიექტურად დღესდღეობით საბურთალო ყველაზე ძლიერი გუნდია საქართველოში,მოგვწონს თუ არა ეს.
gocha
01 ნოემბერი 2019 16:12
10
ბათუმი არ არი აჩემპიონო გუნდი.რაში ჭირდებათ ეს ცანცარა ალავიძე ვერ ვიგებ, ან რაღა დროს დვალიშვილია.
საბურთალო გინდათ ჩემპიონად? მოვიდა არარატ არმენიაააა...
G.l.
01 ნოემბერი 2019 17:20
11
ზედმეტად ილუზიებში არიან ბათუმელები. ნამდვილად არაა საჩემპიონო გუნდი არადა მაგარი დაფინანსება აქვთ.სელექციაც არ უვარგათ.მერამდენე გოლი გადის ალავიძის შეცდომის გამო.ან რაღა დროს ნავალოვსკი და დვალიშვილია.კი მსაჯობა საშინელება იყო,მაგრამ 100% მომენტები როცა გაქვს უნდა გამოიყენო თუ ჩემპიონობაზე გაქვს პრეტენზია.ისე არ დაშლილიყო ტორპედო ჩემპიონი უკვე ცნობილი იქნებოდა.რა გუნდი დაშალეს ამ უნამუსოებმა.ძალიან სუსტი ჩემპიონატია.ეს ბათუმის დინამო ძველ გუნდის ფრჩხილადაც არ ღირს.მახარაძე,მაჭუტაძე,ტუღუში,შეყილაძე,კანთიძე.უმაგრესი ფეხბურთელები იყვნენ.
დუდუ
01 ნოემბერი 2019 16:59
1
მსაჯმა კიკაჩეიშვილმა და ჩიხურას მეკარე ჰამსიჯმა ბათუმის დინამო დაამარცხეს.
ნუგზარი
01 ნოემბერი 2019 16:06
5
დინამო თბილისი საჩემპიონო ფოტოზე კიკაჩეიშვილიც დააყენეთ
ბათუმის ფანი
01 ნოემბერი 2019 16:04
11
ბათუმის დინამო ამ ბოლო თამაშებში რომ გოლის გატანაში მოიკოჭლებს ეს ვიცით, მაგრამ ეს რა ამაზრზენი მსაჯობა იყო ,დვალიშვილი შეტევაში თავით ურტყამს კარს აცილებს და მსაჯმა კუთხური დანიშნა!7-8 მეტრიდან ხელით თამაში არ დააფიქსირა და მეორე ტაიმში ფეხბურთელი არ გააძევა და საერთოდ დარღვევაც ვერ დაინახა .....ამას უკვე სახელიც არა აქვს რასაც მსაჯი დღეს აკეთებდა! წარმოგიდგენიათ შემდეგ ტურებშიც ასე რომ გაგრძელდეს ,საბურთალოს და თბილისის დინამოს თამაშებზე,ეს ხომ კლავს თამაშს....მე მგონია კობიაშვილმა აუცილებლად უნდა მოსთხოვოს პასუხი მსაჯს......
ემზარ დუისბურგი
01 ნოემბერი 2019 16:33
3
მსაჯმა საჩუქარი გაუკეთა დინამო თბ-ს. თუ ჩემპიონობა შეუძლია თვითონ გახდეს და მაშინ ღმერთმა შეარგოს ეხლა კი მსაჯები მიათრევენ ჩემპიონობისკენ. ჰოდა, ან ბათუმი უნდა გახდეს ან საბურთალო.
გიორგი
01 ნოემბერი 2019 16:27
9
მსაჯებზეც რომ დაგეწერათ 1 ან 2 სიტყვით რომ ბათუმის დინამოს მთელი ძალით ეთამაშებოდა მსაჯი და ივანიშვილს არ ეწყინოს პენალტი არ დანიშნა? ისე აშკარაა რომ საჩხერეს უკვე მეორედ მოაგებინეს. ერთხელ რუსთავთან და ახლა ბათუმთან. ჩვენ თქვენზე ყველაზე მაღლად ვდგავართ და არ დავეშვებით თქვენ დონეზე. ჩვენ ბათუმელები ვართ. "მხოლოდ ბათუმი მხოლოდ დინამო."
romani bejanidze
01 ნოემბერი 2019 16:07
11

სიახლეები პოპულარული