არჩილ ბერიძე სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს და კლუბს დატოვებს - ბათუმის "დინამოს" მოულოდნელი განცხადება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა, სადაც კლუბის მფლობელის, არჩილ ბერიძის თქმით, ის, სავარაუდოდ, ქართული ფეხბურთის და გუნდის დატოვებას აპირებს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს"

არჩილ ბერიძე - დინამო ბათუმის მფლობელი", - წერია განცხადებაში.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის 33-ე ტურში სტუმრად საჩხერის "ჩიხურასთან" ანგ
არიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის 27-ე წუთზე ვიდეოგამეორებიდან ჩანდა, რომ დვალიშვილის დარტყმული ბურთი საჩხერელთა მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. გარდა ამისა, მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოვინო ფლამარიონი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, რა დროსაც ის წესების დარღვევით გააჩერეს, თუმცა მსაჯის სასტვენი კვლავ დუმდა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
არ უნდა წავიდეს, პირიქით გუნდის გაძლიერებაზე იფიქროს! ეტყობა ბათუმისთვის წელს ჩემპიონობა არ ემეტებათ!
მერაბი
09:51 04-11-2019
0
რა ვერ გაიგეთ ამ კაცს სურს პატიოსანი ფეხბურთში და არა ვიღაც უსინდისოდ მსაჯის და ....... მაიმუნობა
ნოდარი
00:07 02-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული