არჩილ ბერიძე: ეს მარაზმი დროზე უნდა ვამხილოთ - თუ არ უნდათ ბათუმში ფეხბურთის ბუმი, აქ არაფერი მესაქმება

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში სტუმრად "ჩიხურასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა. ის უკმაყოფილოა მსაჯობით და თქვა, რომ სავარაუდოდ დატოვებს ქართულ ფეხბურთს და ზღვისპირულ კლუბს.

მოგვიანებით მან "პირველ არხს" შემდეგი განუცხადა:

"ჯობია, დროზე წავიდე. ეტყობა, ასეც უნდათ. მოვა ვიღაც და ჩემი წასვლა მისთვის იქნება მაგალითი, ხოლო ამ ნაბიჯით ქართული ფეხბურთი უფრო გაძლიერდება.

ინვესტიციაზე უარს არ ვიტყვი, ბოლო თეთრს გავიღებ და გუნდს ყველაფერი ექნება, მაგრამ ჯანმრთელობას ვიღაც მსაჯს არ გადავაყოლებ.

გადის მსაჯი მოედანზე და აპრიორი იცის,
რას გააკეთებს. პირველ ტაიმში მეტოქის მცველს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი არ დანიშნა. კარგი, ჩავთვალეთ, რომ შეეშალა - ვის არ შეშლია?! მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქეს კაცი არ გაუგდო, საჩხერელ ფეხბურთელს კი მეორე ყვითელი არ მისცა, რადგან იცოდა, გასაგდები იქნებოდა.

ვის ვეჭიდავო?! არ შემიძლია ამ ბინძურ თამაშში ყოფნა! მირჩევნია, ახლა მაგინონ, ვიდრე არაფერი შევიმჩნიო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ აქ ყველაფერში დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციაა - ეს ხალხი არაფერ შუაშია, კიკაჩეიშვილს არავინ ეტყოდა, ბათუმელებს ხელი შეუშალეო. ეს არ მოხდებოდა.

მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის დანაშაული ის არის, რომ ივანწმინდის უვარგის მოედანზე გვათამაშა.

5 წელია ფულს არავინ დებდა, მე გამოვჩნდი და ახლა დაიწყეს ფულის ჩადება. ეს თუ არ უნდათ, თუ არ უნდათ ბათუმში ფეხბურთის ბუმი, მაშინ აქ მე არაფერი მესაქმება.

ჩემს ემოციებს და შრომას არავინ უყურებს. მეუბნებოდნენ თანაინვესტორები - ფეხბურთში ფულის ჩადება არ გვინდაო და მე მაინც დავითანხმე, მაგრამ ვის გამო? ვიღაც ნაძირალას გადავაყოლო გუნდის ამბიცია და ნერვები?! ეს არის მარაზმი, რომელიც დროულად უნდა ვამხილოთ".

ბათუმის "დინამოს" ცნობით, ბერიძე 2 ნოემბერს 13:00 საათზე პრესკონფერენციას ჩატარებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ცხელ გულზე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას,ბატონო არჩილ.არც თქვენთვის იქნება კარგი,არც ბათუმის დინამოსათვის,არც ქართული ფეხბურთისათვის და არც გულშემატკივარისათვის.ქართული ფეხბურთი თქვენი თქმისა არ იყოს,ერთი და ორი ნაძირალა არ არის მხოლოდ და მათ გამო ნუ დავაზარალებთ გაჩენილ იმედის ნაპერწკალს.
სოსო
20:59 01-11-2019
1
ნეტა არ რცხვენია?? რა შენი მოსვლის მერე ჩაიდეს ფული სხვა ქვეყანაში ხომ არ ხარ, აბა ფიფია, ოფურია, ხეჩიკა და რუხაძე შენ გიყურებენ?? აუ ეს აფერისტები საიდან ეძრობიან, ერთი პენალტი არ დაუდეს და შანტაჟზე გადავიდა.
გურამი
22:22 01-11-2019
5

სიახლეები პოპულარული