ლევან კობიაშვილი: ბათუმის "დინამოს" პრობლემა თვითონ გუნდში აქვს

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა:

"დავიწყებ იმით, რომ ასეთ მოედანზე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი და თამაშები არც უნდა ტარდებოდეს. ეს არის თვითონ კლუბის გადაწყვეტილება, რომ ამ მოედანზე ეთამაშათ.

ჩვენ ვერ მივიღებდით კატეგორიულ გადაწყვეტილებას, რომ აგვეკრძალა მათთვის აქ თამაში, რადგან კლუბებს აქვთ საფუძვლიანი პრეტენზია, რომ მათ თუ ითამაშეს, უნდა იასპარეზონ სხვა გუნდებმაც. ეროვნულ ლიგაზე მარტო ფედერაციამ არ უნდა იზრუნოს, კლუბებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა და ეს
მარტო ჩვენი პასუხისმგებლობა არაა.

ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რაც მე მოვისმინე მსაჯის მიმართ. ფაქტია, ის კომენტარები რაც გაკეთდა, იყო შეურაცხმყოფელი და ჩვენი მხრიდან გაეცემა შესაბამის პასუხი.

პირველი ეპიზოდი იყო თერთმეტმეტრიანი, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ძნელი დასანახი იყო იმ კადრებით, რაც ვნახე , იყო თუ არა კონტაქტი. კონტაქტიც რომ არ ყოფილიყო, ფაქტია ხელი შეეშალა ფეხბურთელს, რომ მეკარესთან გასულიყო ერთი ერთზე.

ბათუმის "დინამოს" ამ შემთხვევაში პრობლემა თვითონ გუნდში აქვს, იგივე თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრა ანგისაზე არ უნდა ჩატარებულიყო და სხვა თამაშებიც, ჩვენც რაღაცებს ვითვალისწინებთ.

ეს არის ტიპიური მაგალითი, რომ არ გინდა შენი პრობლემები დაინახო. თუ ეროვნულ ლიგას მივადევნებთ თვალს, ბათუმის „დინამოს“ ყველაზე მეტი პენალტი აქვს დარტყმული და ვფიქრობ, იგივე „ვიტ-ჯორჯიასთან“ დადებული პენალტი არ იყო პენალტი და იყო სხვა შემთხვევაც.

ის, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მეც მაგ აზრზე ვარ. მსაჯის ქმედებაზეც რა თქმა უნდა, რეაგირება ექნება. მსაჯების კვალიფიკაციაში რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემა. თუმცა მსაჯობა VAR-ის პირობებშიც პრობლემაა.

როდესაც გუნდის ხელმძღვანელი გამოდიხარ და ვიღაცებს ბრალს სდებ, ფაქტებით უნდა ისაუბრო. პრობლემა ისაა, რომ გუნდებს ერთმანეთის ნდობა არა აქვთ. ოთხი წელია გუნდებს ვეხვეწებით, შექმენით პრემიერლიგა და ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა და ყველა ფედერაციისკენ იშვერს ხელს".

მკითხველის კომენტარები / 39 /
თვითონ უნდათ ესეთ მინდორზე თამაში რას ქვია?ფედეაცია იმიტომ ხარ რომ არ დაუშვა რომ ესეთ მინდორზე ჩემპიონატის თამაშები იმართებოდეს.იმიტომ ვართ ესეთ მდგომარეობაში და იმიტოა რომ ფეხბურთის მაგივრად დოღლიგა იმართება ჩვენთან,ვის ხელში ვართ
ვახო
03 ნოემბერი 2019 17:24
2
პირველ რიგში უცხოელი მსაჯები უნდა ჩამოიყვანონ ვინაიდან აღმაშფოთებელი მსაჯობაა და პირველ რიგში ფედერაციის ბრალია ეს.
guli
03 ნოემბერი 2019 16:00
5
კობიაშვილი არასწორად იქცევი სიმართლე თქვი ბათუმს არასწორად ექცევიან
irakli
03 ნოემბერი 2019 15:47
17
არ უნდა ვამბობდე, მაგრამ პარლამენტში რა გინდოდა? საქმე არ გქონდა, თუ დიდი პოლიტიკოსი ხარ?
zurab
03 ნოემბერი 2019 21:39
6
ესე იგი კაცი იძახის რომ თვითონ არ ითამაშებდა.. და ესენი რა -გლადიატორებია, აფერისტები თუ ვინ არიან და რას აკეთებენ იმ სახნავში (მაგაზე უკეთესი საჩხერეში საყანეები ექნებათ უეჭველად). და რა პონტში ადარებს ანგისის მოედანს?(აქ კიდევ ზოგიერთი კომენტატორი) ანგისის მინდორი მაგასთან შედარებით ბერნაბეუა. ბათუმში კოკისპირულად წვიმდა და გვინახვს მსგავს პირობებში უამრავი დონის მატჩები ჩატარებული, საჩხერეს მოედანზე რომ ევროპელი ათამაშო სტრასბურგის წამების კონვენციით მოგიდგებიან და იცით ეს თქვენ მშვენივრად.სხვებმაც ითამაშესო... სხვებმა ჯერ ეს ერთი ადრე და მეორე სხვა პირობებში ითამაშეს. მსაჯებზე ლაპარაკს უბრალოდ აზრი აღარ აქვს, სადაც ეს კაცი ამბობს კონტაქტის დანახვა მიჭირსო, იმათ რა პასუხი უნდა მოსთხოვო. ფედერაციას ერთი ოფთალმოგის შტატი ნაღდად არ გაწყენდათ.
amataki
03 ნოემბერი 2019 21:56
5
ჯერ ერთი 300 არა, 211. მეორე 2021 წლის ჩათვლით უნდა დაიხარჯოს ჯამში ეს თანხა ანუ ფაქტიურად ჯერ მხოლოდ 130-140 ია დახარჯული. ექსპერტების გარეშეც ჩემი თვალიტ დანახულს გეტყვი რა მივიღეთ - 4 10-10 გუნდიანი გამართული ლიგა, და სადაც ვეტარაან ფეხბურთელებზე მეტი ახალგაზრდა 19-23 წლის ბიჭები თამაშობენ და იზრდებიან პროფესინალებად და ეს მათ ასაკობრივ ნაკრებებს უკვე დაეტყო. კიდე რა მივიღეთ ? - გადამზადებული მწვრთნელები,ექიმები, ახალი მსაჯები, სამოყვარულო ლიგა, მასობრიობის ზრდა და კიდევ ბევრი სასიკეთო რამ. აი ეგ კითხვა თუ სად იხარჯებოდა ფული მაშინ უნდა დაგესვა, როცა მერები და გამგებლები ანაწილებდნენ თუ რამდენი უნდა ქონოდა მისი ქალაქის თუ სოფლის ვითOმ გუნდებს ფული, ჩამოხეულ დაძონძილი და მშივრები რომ დარბოდნენ ფეხბურთელები.
DAVE
03 ნოემბერი 2019 21:55
10
დავიწყოთ : 1) ,,გამართული ლიგა" -უკომენტაროდ
2) ,,ვეტარან ფეხბურთელებზე მეტი ახალგაზრდა 19-23 წლის ბიჭები თამაშობენ და იზრდებიან პროფესიონალებად და ეს მათ ასაკობრივ ნაკრებებს უკვე დაეტყო"- ეს უფრო კომედი შოუს ან უკეთეს შემთხვევაში,,სოვეტსკი სპორტის" მასალაა.
3) მსაჯები, სამოყვარულო ლიგა- უკომენტაროდ
4) მასობრიობა- მაგარია! გადაჭედილია სტადიონები, მოუთმენლად ელის ხალხი ეროვნულის ტელეტრანსლაციას!
5)მწვრთნელები, ექიმები- ვხედავთ ნამოღვაწარს-ევროპაში 7 წლიანი ნაამაგარით ერთი წრე გადავლახეთ! სანამ სომხები და ლუქსემბურგი შეგვხვდება.
6) კიდევ ბევრი სასიკეთო რამ- ყველაზე მაგრად ეს მომეწონა.. .
და ბოლოს უკვე სერიოზულად- საკმარისია ამ გაძვატყავებული ხალხის ფულის ფრანტვა! ეს ბოლი უკვე ყელშია გაჩხერილი. აღარ იბოლება.შეგიძლია? დადე სანახაობა და შეირგე შენი ლუკმა! 24საათს მუშობს ხალხი ოჯახი რომ გამოკვებოს! მისახედი და საპატრონო ამ ქვეყანაში ათიათასობითაა, ყოფნა-არყოფნის დღე რომ უდგას!
amataki
04 ნოემბერი 2019 02:47
5
ბევრის უბედურება ისაა რომ არ ინტერესდებიან რეალურად რა ხდება და მხოლოდ მაშინ ამოუოფენ თავს თუ რაიმე ცუდი მოხდა და მაგის გაბუქებით არიან დაკავებულნი. ამიხსენი რანაირად უნდა გათეთრდეს ფული, რომელიც ერიცხება საფეხბურთო კლუბებს, ხოლო ისინი ამ ფულს ახმარენ გუნდს და ფეხბურთელებს.მე რაც დავწერე იმას დავასაბუთებ და თქვენ თუ გაქვთ კონკრეტული რამე მაგალითი ფულის გთეთრების დააასახელე და მივყვეთ ბოლომდე. ასე საფუძველს მოკლებული წერა თუ ლაპარაკი არის ჭორაობა და მეტი არაფერი.
DAVE
04 ნოემბერი 2019 00:54
2
ყველა გამოხმაურება
მართალი კაცი ხარ კობი,გენაცვალე.ტორპედოში ფულები აკეთეს და ფედერაციას აბრალებენ,ბათუმის დინამო ვარ იგებს და ფედერაცია...კარგით რა მართლა.საკუთარ პრობლემებს ვერა ხედავთ და სხვისკენ იშვერთ ხელს? ან ეს რა ხალხი შეიყარა ამ ბათუმში ასეთი ბაქი-ბუქა.ჯერ არ მოსულან და გარბიან, ჯერ არ გადამხტარან და ჰოპლას იძახებენ.ან ეგ რას ბაქი-ბუქობენ-ამხელა პროექტს წყალში ხომ არ გადავყრითო? რა პროექტი,რის პროექტი. რა პროექტი გაქთ ეგეთი საიცრება?რა გააკეთეთ ისეთი რო არ გვინახია და არ გაგვიგია? ბათუმელებო მაგ კაცს მიხედეთ თორე ჩაჩავაც ეგრე ბაქი-ბუქობდა და ზედ გადამწყვეტ მომენტში რა ქნა ვნახეთ. ადმინ არ დამბლოკო რა გაბურღეს ტვინი ბუმითა და არ ნახული და არ გაგონილი პროექტებით...მე დინამო ვიცი ერთი და ყველამ კარგად იცით რომელიც არი,ვენაცვალე მაგათ არა წუწუნებენ სხვებივით.ადმინ გთხოვ არ დამბლოკო.
Jordan Beli
03 ნოემბერი 2019 19:33
17
საქმის კეთების სურვილს გიკარგავენ, არასტაბილურობაა ესაა პრობლემა. ერთი საბურთალო გახდა ჩემპიონი და ხეჩიკაშვილმა "ივაჟკაცა" და მეორე ფიფიამ, რამდენი წელია დინამოში და რა გააკეთა ევროტურნირებზე??
გოგა
03 ნოემბერი 2019 19:46
1
ბათუმს მიუჩინეს თავის კუთვნილი მესამე ადგილი, რა ჩემპიონობა ძლივს დადიან მინდორზე, კობიაშვილი სიმართლის მთქმელი კაცია, რამე ფაქტები აქვს ბათუმის ხელმძღვანელობას რაც პრესკონფერეციაზე ისაუბრეს,თუ არააქვთ მაშინ ეს ძალიან ცუდი განცხადებაა, საბურთალო იმსახურებს ჩემპიონობას
jiji
03 ნოემბერი 2019 17:29
26
კობიაშვილი არ არის მართალი,თუ არ შეიძლება თამაში მოედანზე არ უნდა ათამაშო , არც საჩხერეში და არც ბათუმში და არც არსად...თუ სადმე პენალტი არ იყო და დაოდო ანუ მსაჯთა კონპეტენციის პრობლემაა, ბათუმს რომ პრობლემა აქვს სათამაშო დისციპლინაში ეს ბოლო თამაშებში გამოჩნდა და დაკარგა კიდეც ოქროს ქულები.
jaba
03 ნოემბერი 2019 17:25
2
dzaan swori kacia kobi. samartliani da pirshi mtqmeli
nika
03 ნოემბერი 2019 15:27
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული