გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსური კრიზისი გრძელდება. კლუბი კვლავ ინვესტორის გარეშეა და ჯერჯეობით უცნობია რა მომავალი ელის კლუბს.

ზაალ ჩაჩავამ კლუბი ფინანსურად დააქცია და ქუთაისური გუნდი დაშლის პირასაა.

რა ხდება ინვესტორებთან დაკავშირებით და უნდა გვქონდეს თუ არა რაიმეს იმედი? ამ თემების გასაკრვევად ქუთაისის "ტორპედოს" ამჟამინდელ დირექტორს, თეიმურაზ ჩეჩელაშვილს დავუკავშირდით.

ჩეჩელაშვილმა "აინტარხტის" ინვესტორის წამოყენებული პირობების შესახებ დაიწყო საუბარი:

- გერმანელები აღარ სჩანან. რაც დააყენეს საკითხი კი ბატონოო ყველაფერზე მერიამ: სტადიონი გვინდაო - კი ბატონოო, ბაზა გვინდაო იჯარითო - კი ბატონოო, ტერიტორიები გვინდა სტადიონებისთვისო
- მოგეხმარებითო მერიამ, მთავრობაში წაგვყვებითო - მოგეხმარებით მაგაშიცო, შევისწავლით ყველაფერსო და წავიდნენ...

არის უკრაინული ბიზნეს-ჯგუფი, სადაც ერთ-ერთი წევრი ქართველია. ისინიც ამბობენ ყველაფერს შევისწავლითო და დეკემბრის შუა რიცხვებში გეტყვით პასუხსო. სადაც დრო არ ითმენს, იქეთა კვირაში პასუხი გვჭირდება.

- იტალიელებზეც იყო საუბარი...
- იტალიელები ამბობენ, რომ გვინდა. მაგრამ მიდის იქ ისეთი ვაჭრობა როგორც ბაზარშია. ვალი არის სამ მილიონზე მეტი, ესენი ამბობენ ეს გუნდი არ ღირს მილიონ ნახევარზე მეტიო. ახლა მილიონ ნახევარს შეიძლება ეშველოს, მაგრამ მერიას არა აქვს უფლება ვალით წამოიღოს გუნდი უკან. ჯერჯერობით გრძელდება მოლაპარაკებები იტალიელებთან.

მე მგონი მომავალ კვირაში რაიმე შეიცვლება, დაიტერესებულია მერია. ჩართულია ფედერაცია, გვეხმარება თავდაუზოგავად, ფინანსურადაც დაგვეხმარა, სასტუმროებით დაგვეხმარა. რახან ამ დონეზეა და მთავრობაც ჩართულია, ეგება გამოჩნდეს ვინმე. იმ კვირის ბოლომდე თუ არ დალაგდა ეს ყველაფერი, მერე აზრი აღარ აქვს.

- ეს იტალიელები უშუალოდ ვინ არიან?
- მე როგორც ვიცი ფეხბურთი არ არის მაგათი სფერო, მე ერთხელ შევხვდი. შემდეგ ფედერაციაც შეხვდა მაგათ, ჩვენი გუბერნატორიც და მერიც შეხვდა. იმათი ბიზნესი სხვა სფეროა. ითვლიან ყველა კაპიკს...

ყველა მივდივართ ყველანაირ დათმობაზე ინვესტორებთან, უბრალოდ ბიუჯეტის თანხას ვერ შეეხები, ხელფასებს ვერ შეეხები, როცა ხელფასების ვალი 90%-ია.

- ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ ხომ არის სარჩელი სასამართლოში, რა დროზეა ეს ამბავი გაწელილი?
- სარჩელი შეტანილია უშუალოდ ვალის აღიარებაზე, რომ მერიამ შეძლოს ამ გუნდის წამოღება, რადგან ვალით ვერ მოაქვს, ჯერჯერობით სასამართლოც არ ჩანიშნულა. უკვე ორ თვემდეა გასული.

ეს ყველაფერი არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, ვთქვათ ეს ჩაინიშნა მალევე და განაჩენიც მალე იქნა. მერე იმას უფლება აქვს გაასაჩივროს, მერე კიდე უნდა ჩაინიშნოს მეორე ინსტაცია, რომც კიდევ მოიგოს მერიამ. კვლავ ექნება გასაჩივრების უფლება. ამ ყველაფერს შეიძლება წლები დასჭირდეს.

წლები კი არა ჩვენ დღეები გვაქვს დარჩენილი, სამი შეხვედრა გვაქვს ჩემპიონატის დასრულებამდე და თუ ერთ თამაშსაც ვერ მოვიგებთ შეიძლება ქულებითაც გავვარდეთ. დღეს შევხვდი მე ბიჭებს, მწვრთნელებს, მოვეფერე და შევპირდი, რაც შეიძლება მოხდეს. ტყუილს ვერავის ვეტყვი, გვაქვს იმედი მაინც...

- ზაალ ჩაჩავას ეს ვალები ცუდი მენეჯმენტით დაედო თუ თაღლითურ სქემასთან გვქონდა საქმე?
- სამართლებრივად არ მაქვს უფლება ავდგე და ვიღაცას გამოვუტანო განაჩენი. არავითარი თაღლითური სქემა არ არის, გაიზარდა ზედმეტად კლუბის ბიუჯეტი, 600 000 ლარზე ავიდა დაახლოებით. ხელფასები იყო მაქსიმალური, აღარ მოხერხდა ამ ბიუჯეტის შენახვა.

ჩაჩავას კომპანიას "ინტერნეიშენალ ჰაუსს" ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი ჩინელ მოქალაქესთან და არა კომპანიასთან, ვიღაც ვანგთან, რომელსაც ყოველთვიურად უნდა შემოეტანა გარკვეული თანხა, ამისი ხელშეკრულებაც არსებობს. ჩინელის თხოვნაც იყო, რომ ბიუჯეტი გაზრდილიყო. მაგრამ შემდეგ იანვრიდან ამ კაცმა თქვა, რომ გავდივარ ამ თამაშიდან და აღარ მინდა. ამის შემდეგ წარმოიქმნა ეს ვალები...

როგორც მერიას აქვს დავა ჩაჩავასთან, ასევე ჩაჩავას დავა აქვს ჩინელებთან. თუ რაიმე დანაშაულის ნიშნები იყო, ამას აუდიტი განსაზღვრავს.

- ამხელა ბიუჯეტის ფარგლებში, საშუალო ხელფასი როგორი იყო?
- მაგას თქვენ ვერ გეტყვით, ეს ყველაფერი არის კერძო საკუთრება და არის კონფიდენციალური. ქართული ფეხბურთისთვის კი ხელფასები ძალიან დიდი იყპ, ვიღაცეებთან განსაკუთრებით, მაგალითად უცხოეთიდან ჩამოყვანილ ფეხბურთელებთან. ამან გამოიწვია ეს ყველაფერი...

- იმედია იქეთა კვირაში შეიცვლება ყველაფერი...
- დიახ, მეც იმედით ვარ. როგორია ფეხბურთელები, რომლებიც ჩამოდიან სხვა ქალაქებიდან, მათ ხელფასებს ვერ ვაძლევთ, არ არის საჭმელი, არ არის სასმელი... ახლა ბაზაზე კი გვაქვს კვება, მაგრამ იმათ ჰყავთ ცოლ-შვილი და ფული ხომ სჭირდებათ? იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება..

მკითხველის კომენტარები / 13 /
უბრალოდ დაფიქრდით - ჩვენებთან საქმე ნორმალურმა ხალხმა რატომ უნდა დაიჭიროს? მაგათ რომ შეხედავ (კარგი, დავუშვათ, თანამედროვე ცივილური ადამიანი არ განსჯის წიგნს მისი ყდის მიხედვით), მაგათ რომ დაელაპარაკები, მაგათ გაკეთებულს რომ დაათვალიერებ, რატომ უნდა ითანამშრომლო მაგათთან მაგ ყველაფრის მერე??
odala
16:39 09-11-2019
0
აჰა, თურმე ხელფასები რამდენი იყო თქმა არ შეიძლება, მთელ მსოფლიოში გამჭვირვალეა ეს საკითხი და აქ არა. წავიდოდა ის გერმანული მხარე, აბა რას იზამდა ამათ შემხედვარე. ყველა სფეროში ასეა ჩვენთან და მერე გვიკვირს წინ, რომ ვერ მივდივართ...
ლევანი
19:44 09-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული