ეროვნული ლიგა: საქართველოს ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდება, "ტორპედომ" კი ადგილი შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლოს წინა,  35-ე ტურის შეხვედრები და ჩემპიონატმა ინტრიგა ბოლო ტურამდე შეინარჩუნა.

ბათუმში ადგილობრივმა "დინამომ" "რუსთავი" მიიღო და 2:1 დაამარცხა მეტოქე. ბათუმელთა მხრიდან თავი ფლამარიონმა და გაგოშიძემ გამოიჩნეს, სტუმრების მაისურით გოლი სილაგაძემ გაიტანა.


გორში "დილამ" ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" მიიღო და 1:2 დამარცხდა. ანგარიში ლუკა რაზმაძის ავტოგოლით გაიხსნა, ქავთარაძემ დინამოელთა მხრიდან მეორე გოლი გაიტანა. გორელთა თავდამსხმელმა კოვტალიუკმა 94-ე წუთზე შეძლო ანგარიშის შემცირება, თუმცა მეტი "დილას" ფეხბურთელებმა ვეღარ
მოასწრეს.


საჩხერის "ჩიხურამ" ივანწმინდაში თბილისის "საბურთალო" მიიღო და 1:3 დამარცხდა. ანგარიში გორგიაშვილმა გახსნა მე-17 წუთზე და სტუმრები დააწინაურა. 67- წუთზე კი , თორნიკე მუმლაძემ გაათანაბრა. თუმცა, დარჩენილ დროში სტუმრებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. თავი კოხრეიძემ და ტაბატაძემ გამოიჩინეს.


ქუთაისის "ტორპედომ" ბოლო ტურის წინ ეროვნულ ლიგაში დარჩენა ოფიციალურად გაიფორმა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა უკვე გავარდნილ "ვიტ ჯორჯიას" 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. "ტორპედოდან" თავი ციცქიშვილმა და კაპანაძემ გამოიჩინეს.


ტურის ბოლო მატჩში ბოლნისში გაიამართა. "სიონმა" "ლოკომოტივი" მიიღო და 1:2 დამარცხდა. პირველ ნახევარში თბილისელთა მხრიდან გოლები უბილავამ და სიხარულიძემ გაიტანეს. ბოლნისელებმა მეორე ტაიმში გვარაძის გოლით შეამცირეს სხვოაბა, თუმცა "ლოკომოტივმა" მაინც მოიგო.


ბოლო ტურის წინ თბილისის "დინამოს" 72 ქულა აქვს, ხოლო ბათუმის "დინამოს" 70. თბილისელებს ჩემპიონობის მოსაპოვებლად ეროვნული ლიგიდან გავარდნილ "ვიტ-ჯორჯიასთან" მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს.

თბილისის "ლოკომოტივი" ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილზე გავიდა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ბოლნისის "სიონი" და "რუსთავი" კი "პლეი აუტის" შეხვედრებში ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
დუდუ ხარ თუ ვიღაცა, ან ბრმა ხარ ან ბოღმა ხარ.3000 კაცი დადის ბათუმში სტადიონზეო და ნამუსი არ გაქვს მაგას რო ამბობ? 6-7 ათასიც კი დადის,მაგრამ შენისთანებს არ უნდა ამის დანახვა.თუნდაც 3 ათასი რომ დადიოდეს ცოტაა?თბილისის დინამოს მატჩებზე მთელი წლის განმავლობაში რომ შეკრიბო დამსწრებთა რაოდენობა,ბათუმის ერთ თამაშსაც ვერ აღემატება.ცოტაც დარჩა და სტადიონი რომ გაიხსნება დასწრება მერე ნახეთ,მაშინ ხომ საერთოდ დაგახრჩობთ ბოღმა შენ და შენისთანებს.ასე იცით შენისთანებმა გულშემატკივრობა.ვაი თქვენ! ის რომ ბათუმმა მხოლოდ მის თავს უნდა დააბრალოს რომ ბოლოში გასული კარგავს ჩემპიონობას,ეს მართალია.
ადმინ,დედას გაფიცებ არ დამიბლოკო.
სიმართლე
13:29 25-11-2019
0
მოლოვის კომენტარი დაგილაიქე ჯორდან. შემდეგი კომენტარი გამიკვირდა ნამდვილად... ანდაზის არ იყოს ,,ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს...,, კარგია, როცა არ მოგწონს დედის გინება სტადიონზე, ამაში გეთანხმები შენც და დუდუსაც მაგრამ აგერ კომენტარში ლამის იგივეს აკეთებ... ანუ სტადიონზე ტეხავს?
ბათუმი
01:14 25-11-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული