ეროვნული ლიგა: საქართველოს ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდება, "ტორპედომ" კი ადგილი შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლოს წინა,  35-ე ტურის შეხვედრები და ჩემპიონატმა ინტრიგა ბოლო ტურამდე შეინარჩუნა.

ბათუმში ადგილობრივმა "დინამომ" "რუსთავი" მიიღო და 2:1 დაამარცხა მეტოქე. ბათუმელთა მხრიდან თავი ფლამარიონმა და გაგოშიძემ გამოიჩნეს, სტუმრების მაისურით გოლი სილაგაძემ გაიტანა.


გორში "დილამ" ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" მიიღო და 1:2 დამარცხდა. ანგარიში ლუკა რაზმაძის ავტოგოლით გაიხსნა, ქავთარაძემ დინამოელთა მხრიდან მეორე გოლი გაიტანა. გორელთა თავდამსხმელმა კოვტალიუკმა 94-ე წუთზე შეძლო ანგარიშის შემცირება, თუმცა მეტი "დილას" ფეხბურთელებმა ვეღარ
მოასწრეს.


საჩხერის "ჩიხურამ" ივანწმინდაში თბილისის "საბურთალო" მიიღო და 1:3 დამარცხდა. ანგარიში გორგიაშვილმა გახსნა მე-17 წუთზე და სტუმრები დააწინაურა. 67- წუთზე კი , თორნიკე მუმლაძემ გაათანაბრა. თუმცა, დარჩენილ დროში სტუმრებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. თავი კოხრეიძემ და ტაბატაძემ გამოიჩინეს.


ქუთაისის "ტორპედომ" ბოლო ტურის წინ ეროვნულ ლიგაში დარჩენა ოფიციალურად გაიფორმა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა უკვე გავარდნილ "ვიტ ჯორჯიას" 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. "ტორპედოდან" თავი ციცქიშვილმა და კაპანაძემ გამოიჩინეს.


ტურის ბოლო მატჩში ბოლნისში გაიამართა. "სიონმა" "ლოკომოტივი" მიიღო და 1:2 დამარცხდა. პირველ ნახევარში თბილისელთა მხრიდან გოლები უბილავამ და სიხარულიძემ გაიტანეს. ბოლნისელებმა მეორე ტაიმში გვარაძის გოლით შეამცირეს სხვოაბა, თუმცა "ლოკომოტივმა" მაინც მოიგო.


ბოლო ტურის წინ თბილისის "დინამოს" 72 ქულა აქვს, ხოლო ბათუმის "დინამოს" 70. თბილისელებს ჩემპიონობის მოსაპოვებლად ეროვნული ლიგიდან გავარდნილ "ვიტ-ჯორჯიასთან" მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს.

თბილისის "ლოკომოტივი" ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილზე გავიდა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ბოლნისის "სიონი" და "რუსთავი" კი "პლეი აუტის" შეხვედრებში ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
რა გახდა,რომ ცხრილის სახით,რომ გვაჩვენოთ ხოლმე სატურნირო მდგომარეობა.უბრალოდ copy paste არის საჭირო და ძალიან ბევრი კმაყოფილი მკითხველიც გეყოლებათ
ცხრილი
16:34 24-11-2019
0
ბოლო ტური ფორმალობაა.ვულოცავ დინამოს ჩემპიონობას.ეხლა დაიწყებენ ბათუმელები წუწუნს და ტირილს მსაჯმა დაგვაკარგვინა ჩემპიონობაო მაგრამ ცივი წყალი დალიონ.გადახედონ ბოლო ტურის თამაშებს და მიზეზი სხვაგან კი არა საკუთარ თავში ეძებონ.2 ადგილიც ზედმეტია მათთვის.რაღაც გაიფაფხურეს და თავში აუვარდათ პრეზიდენტიდან დაწყებული დამლაგებლთ დამთავრებული.3000 კაცი დადის სტადიონზე და გადაგვჭამეს თავი ბუმი ბუმის ძახილით.გთხოვთ არ დაბლოკოთ(ანდა რატომ?)
დუდუ
16:44 24-11-2019
47

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული