საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა და ქვეყნის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ მოიპოვა.
თბილისელებმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში "ვიტ-ჯორჯიას" ლევან კუტალიასა და არფან დაფეს გატანილი გოლებით 2:0 მოუგეს, ხოლო ბათუმის "დინამო" თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხდა - 1:2. თბილისის "დინამომ" 75 ქულა დააგროვა, ხოლო ბათუმის "დინამომ" - 71 და მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.
ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი დინამოელი ლევან კუტალია გახდა 20 გატანილი გოლით, მეორე ადგილზე კი ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი გავიდა
17 გოლით.
თბილისის "ლოკომოტივმა" მე-4 პოზიცია დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაინაღდა, რადგან თასის ფინალში "საბურთალოს" ეთამაშება, რომელიც მე-3 ადგილზე გავიდა.
ახლა მთავარი და გადამწყვეტია მარტში ორი უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგება!!!
თბილისის დინამოს რომ აჩუქეს ეს ჩემპიონობა ორი აზრი არ არის და საბურთალოსთან და დილასთან თამაშებში აშკარად თვალშისაცემი იყო. დანარჩენი სიტუაცია კი თვალის ახვევაა თუნდაც ის რომ ჩემპიონატის ლიდერი ბათუმი 5 თამაშს აგებს და ბოლო თამაშიც წააგო, რადგან არ გეთქვა რომ მხოლოდ ჩიხურასთან მსაჯების ხელშეწყობით წაგება რომ არა პირველზე იქნებოდა გუნდიო. ეხლა სალაპარაკო აქვთ რომ 5 ქულითაა სხვაობა. არ მჯერა და ვერც დავიჯერებ. შიგნით უკეთ იციან რაც ხდება და კი აყვირდა ბათუმის დინამოს მფლობელი მაგრამ გააჩუმეს როგორმე.მაფიას დიდი ძალა აქვს.
იმედი გამიჩნდა და დავიწყე სტად ონზე სიარული მაგრამ ჩამიჯვეს იმედში. ეროვნული ჩემპიონატი მკვდარია. ფორმალურადაა და სახელად.
და ბოლოს.. ღირსეულად რომ ეთამაშა ყველას და მსაჯების ხელი არ ჩარეულიყო მეხუთე ადგილზეც არ მექნებოდა პრეტენზია,თუნდაც ბოლოზე. მაყურებელს ობიექტურობის განცდა უნდა დარჩეს. ამას მხოლოდ ბათუმის ფანი არ ამბობს.. სხვა კლუბის გულშემატკივრებიც ასე საუბრობენ
გასწი ბათუმელო და ნიავს მიეც
ფიქრი შენი შავად მღელვარი .
დინამო ღირსეული ჩემპიონია,თბილისის რათქმა. ერთ რამეში შეიძლება დაგეთანხმოს კაცი, რომ ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია. რაც გვაქვს ესაა. ბათუმი არ იყო საჩემპიონო გუნდი.