გია გეგუჩაძე: რაც დავიმსახურეთ, იმ ადგილზე ვიმყოფებით - ჩემპიონობაც მოვა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში თბილისის "დინამომ" "ვიტ ჯორჯიას" 2:0 მოუგო და ჩემპიონი გახდა. მისი უშუალო კონკურენტი ბათუმის "დინამო" კი "ლოკომოტივთან" 1:2 დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

არადა, აჭარული კლუბი ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მაგრამ ფინიშის სწორზე მოულოდნელად  ბევრი ქულა დაკარგა. "ლოკოსთან" ნამატჩევს ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ობიექტური კომენტარი გააკეთა.

"შანსი გვქონდა, მაგრამ რაც დავიმსახურეთ, იმ ადგილზე ვიმყოფებით. სწორი ანალიზის გაკეთებაა საჭირო. გულშემატკივარს ვეტყოდი, რომ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი.

მათ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე იგრძნობოდა. ეს იყო ქომაგების მხრიდან
უდიდესი სიყვარული და სითბო. ჩემპიონობასთან დაკავშირებით აუცილებლად გავამართლებთ მოლოდინს. მოვა, ამასაც თავისი დრო აქვს", - განუცხადა გეგუჩაძემ კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არაფერი ეშველება ჩვენს ფეხბურთს, აქ ფულზე იყიდება ნამუსიცა და ადამიანობაც...ამ ბოლოს ქვეყნის პრესტიჟიც კი
დავითი
22:06 01-12-2019
19
რატომ ვერ გახდა ბათუმი ჩემპიონი? ჩემპიონატში ყველაზე კარგად დაკომპლექტებული გუნდი ყავდა,ფინანსები იმდენი ჰქონდა მთელ გუნდებს ერთად აღებული. ანალიზი გააკეთოს ხელმძღვანელობამ,ნახევარი თანხები არ დასჭირდებოდა ამ შედეგს.
დინამო
23:58 01-12-2019
6

სიახლეები პოპულარული