ფოტო/ვიდეო: facebook.com/DinamoBatumi1923
ბათუმის "დინამოს" კაპიტანმა ვაკო თევდორაძემ საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის ვიცე-ჩემპიონის ვერცხლის მედალი კლუბის უსინათლო ფან ზაალ დევაძეს გადასცა.
ბათუმის "დინამოს" ფეისბუქ გვერდის მიხედვით ზაალ დევაძე აჭარული კლუბის ყველა შეხვედრას დაესწრო და მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი დაინახა, ყველა ეპიზოდი იგრძნო.
მსგავსი ფაქტები, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ხდება ქართულ ფეხბურთში და ალბათ, კარგი იქნება თუ ბათუმელებს სხვა გუნდებიც მიბაძავენ და უფრო მეტად დაუახლოვდებიან საკუთარ გულშემატკივრებს.