საქართველოს თასის ფინალში "ლოკომოტივის" დამარცხების (3:1) შემდეგ, "საბურთალო" მისმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა არხმა გაავრცელა.
ჭიაბრიშვილმა განაცხადა, რომ "საბურთალოში" 5 წელი იმუშავა, მასთან ერთად ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა და გუნდს პირნათელი ტოვებს.
ჭიაბრიშვილმა "საბურთალო" 2014 წელს ჩაიბარა, როდესაც ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობდა, ელიტარულ ლიგაში გადაიყვანა და მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.
გასულ სეზონში "საბურთალომ" ეროვნულ ლიგაზე მესამე ადგილი დაიკავა.
გია კარგი ახალგაზრდა მწვრთნელია და წარმატებები ვუსურვოთ!
ალბათ ცეცაძის გზა უნდა რომ გაატაროს სამტრედიას, მარგამ....
სამწუხარო ის არის რომ ვერც სამტრედია და ვერც თელავი დიდი ალბათობით ელიგაში ვერ გადავლენ.
თელავს კლასი არ ჰყოფნის, ხოლო სამტრედიას ფული არ გააჩნია რომ ელიგაში ნორმალურად იასპარეზოს.
არქი-ს გენერალური სპონსორობა 50 000 ლარის ოდენობით, ნახმარი 2003 წელს გამოშვებული ლენდკრუიზერის ფასის ტოლია და რაში უყშველის სამტრედიას?|
წარმატებები ჭიაბერაშვილს.