ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ საზოგადოებრივ მაუწყებლის "აჭარის ტელევიზიაში" გადაცემა "სპორტკლუბში" მიიღო მონაწილეობა და გუნდი 2019 წელს ჩატარებულ სეზონსა და კლუბის მომავალზე ისაუბრა.
"როდესაც ჩემპიონატი იწყებოდა არ მოველოდით, რომ ბათუმის "დინამო" ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებდა, თუმცა ბოლოს ყველაფერი შეიცვალა და 6 ტურით ადრე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. გულდასაწყვეტია ეს რომ ვერ მოვახერხეთ, თუმცა მაინც კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით.
ბათუმის ''დინამოში'' მოსვლის შემოთავაზება წინა წლებშიც იყო. 2012 და 2013 წელსაც გვქონდა წინადადება "დინამოს" ჩაბარების, მაგრამ დღეს სხვა
სიტუაციაა და ქართული ფეხბურთი წინ მიიწევს. ამიტომ მივიღეთ ბათუმის "დინამოში" მუშაობის გადაწყვეტილება.
სულ მალე კლუბს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და დავსახავთ სამწლიან გეგმას. ამ პერიოდში ვგეგმავთ დავასრულოთ ბაზა და აკადემია, ახალ სტადიონზე კი გვჯერა ბევრი გულშემატკივარი ივლის. ვფიქრობთ და სურვილი გვაქვს, რომ კლუბის აქციები გულშემატკივარს გადავცეთ. როდესაც ამ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი როლიც ამოიწურება კლუბში.
ჩვენ რომ ჩემპიონები ვერ გავხდით, პრობლემას ჩვენს თავში ვეძებთ. რაც შეეხება ''ჩიხურასთან'' მატჩს, მსაჯთან დაკავშირებით კვლავ იმავე აზრზე ვარ. ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა ვერ ვიქნები ობიექტური, რადგან ყველა კლუბის პრეზიდენტი სუბიექტურია.
გია გეგუჩაძე მხოლოდ მწვრთნელი არ არის, ის ხელმძღვანელია მთელი იმ პროცესების, რომელიც კლუბში ხდება. შესანიშნავი სპეციალისტია და ერთად დიდი გეგმები გვაქვს დასახული. გეგუჩაძის ხედვებს და იდეებს 100%-ით ვუჭერთ მხარს.
კლუბი ყველა ლიდერს შეინარჩუნებს. ხელშეკრულება გავუგრძელეთ გიორგი ნავალოვსკის და გაბრიელ რამოსს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაგნერ გონსალვეში (საბურთალოდან) უკვე ბათუმელი ფეხბურთელია, დავიმატეთ მათე ცინცაძეც. კიდევ მინიმუმ სამი-ოთხი ტრანსფერი იქნება. ვიტყვი იმასაც, რომ საქართველოს ნაკრების ორ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ფეხბურთელებს გია გეგუჩაძე ირჩევს", - აღნიშნა ბერიძემ.
ნამეტანი შევტოპე ქუთაისის პრობლემებში. გული მწყდება, არაფერი რომ არ შველის. თორემ ბათუმის წარმატებები ძალიან მახარებს და მომავალში უფრო მეტს ვუსურვებ. რაღაც გული კარგს მიგრძნობს, იქნებ 1 წლით მაინც ჩამოიყვანონ აჭარის სკოლის გაზრდილი, მით უმეტეს აგერ წერთ თქვენ - 1 წელი სპარტაკი ხელფასის სხვაობას გადაფარავსო. გაიხარე, ბატონო არჩილ, წარმატებებს გისურვებ.