გიორგი ნემსაძე: "დილას" ევროტურნირებზე მონაწილეობა სურს და ეს იქნება პროგრამა-მინიმუმი

AutoSharing Option
გორის "დილამ" ეროვნული ლიგის გათამაშება 43 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა.

გორულმა კლუბმა 36 მატჩიდან 11-ში გამარჯვება მოიპოვა, 10 ფრედ ითამაშა და 15-ჯერ დამარცხდა. გუნდმა სეზონის მანძილზე 40 გოლი გაიტანა (აქედან 3 პენალტით), საკუთარ კარში კი 44 მიიღო.

"დილას" ფეხბურთელებმა სეზონში კარის მიმართულებით 298-ჯერ დაარტყეს, საიდანაც კარის ჩარჩოში 85 დარტყმა წავიდა, რაც პროცენტულად 28,5% სიზუსტეს შეადგენს. გუნდმა სეზონში 12 მშრალი მატჩი ითამაშა, სეზონის განმავლობაში ფეხბურთელებმა 70 ყვითელი და 4 წითელი ბარათი მიიღეს.

გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ალვინ ფორტესია, რომელმაც გუნდში ყველაზე
მეტი, 34 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, რაც კლუბში საუკეთესო შედეგია. ალვინ ფორტესი საუკეთესოა საგოლე გადაცემების კომპონენტშიც, მის ანგარიშზე 8 საგოლე გადაცემაა.

2019 წლის სეზონში გუნდის კაპიტანმა ლუკა რაზმაძემ ეროვნულ ლიგაში ჩატარებული მატჩების 445-მატჩიანი ზღვარი გადალახა, რითაც ლიგის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა.

კლუბის ასპარეზობის შეფასება მთავარ მწვრთნელ გიორგი ნემსაძეს ვთხოვეთ.

- იმ ოთხ თვეში, რაც გუნდი მქონდა ჩაბარებული, პროგრამა-მინიმუმი იყო, რომ არ გავვარდნილიყავით და პლეი-აუტში არ გვეთამაშა.

როცა ჩავიბარე გუნდი, სატრანსფერო პერიოდი დასრულებული იყო, ფეხბურთელების შეცვლა და დამატება არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, ვიყავი ვაკუუმში და იმ გუნდით, რაც დამხვდა, მომიწია მისი ტაქტიკური გადაკეთება.

- როგორია კლუბის სამომავლო გეგმები?
- კლუბში ევროტურნირებზე მონაწილეობა სურთ და ეს იქნება პროგრამა-მინიმუმი. ჯერ არ გვისაუბრია გეგმებზე, თუმცა ყურმოკვრით ვიცი, რომ მომავალ სეზონში მიზანი ევროტურნირები იქნება.

- აქვს ამ გუნდს პოტენციალი?
- ფეხბურთელების დამატება და რამდენიმე რგოლში გაძლიერებაა საჭირო. პოტენციალი აქვს, რადგან არიან ფეხბურთელები, ვისაც შეიძლება დაეყრდნო. აუცილებლად მინდა კონკურენტუნარიანი გუნდი იყოს. სასურველია, თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი მოდიოდეს.

- მომავალ სეზონშიც თქვენ გაუძღვებით გუნდს?
- თავიდან ასეთი მოლაპარაკება იყო, თუ გუნდი დარჩებოდა, მაშინ ამ საკითხზე დავილაპარაკებდით. ახლა ხელმძღვანელობა რაღაცას ელოდება და ბოლოს დავსხდებით სალაპარაკოდ. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან არაოფიციალურად უკვე რაღაცებს ვგეგმავთ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რეგიონები აცოცხლებს ისედაც მკვდარ ქართულ ფეხბურთს თორე თბილისურ გუნდებს გულშემატკივარი სად ყავს? თუ დინამოს 50 კაცს არ ჩავთვლით. წინ დილა!
4
ave მგელი ისე არ მოკვდება თხამ ყურში ჩააკუ..ო ხო გაგია? რას ემტერებით ეს რეგიონები დინამო თბილისს ვერ ვიგებ?დინამოს 50 კი არა 5 ფანი რო ყავდეს მაინც დინამო თბილისია და მარადიულია და ისტორიაა! აი რეგინის გუნდები ბევრი მინახია ნამიანზე მტვერი რო დაუყენებიათ,უბაქიბუქიათ და მერე გადაშენებულან.ერთი დავით ყიფიანი, მესხი და ქინქლაძე ეყოფა ერთად აღებულ რეგიონიდან წამოსულ ყველა ფეხბურთელს...რას აცოცხლებთ ერთი გაგვაგებინეთ მაგისთანას.ძუკუზე ხო გაგიგია ანეგდოტი? ძუკუ აქ ცხოვრობსო და თუ ამას ცხოვრება ქვიაო,კიო...ხოდა თუ ამას ქვია სიცოცხლე მაშინ აცოცხლებთ კი ბატონო...
Jordan Beli
18:42 11-12-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული