რომან ფიფია: 100-მდე ლეგიონერი გვყავდა, ანაზღაურებით 5-დან 30 ათასამდე, ჩისკოს გარდა არავინ გამოგვადგა

AutoSharing Option
დღეს, 23 დეკემბერს, თბილისის "დინამოს" მფლობელი რომან ფიფია ჟურნალისტებს შეხვდა და მოსალოდნელ სიახლეებზე ესაუბრა.

"მინდა წარვადგინო ახალი მწვრთნელი  კახა ჩხეტიანი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ის ჩვენი გუნდის მწვრთნელი გახდა. ამავე დროს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ესპანელ მწვრთნელებს, რომლებმაც "დინამო" დატოვეს.

ფელის ვისენტეს ჰქონდა პრობლემები, ჩისკოს ლიცენზია არ გააჩნდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველანაირი მეთოდით ვცადეთ ამ საკითხის გადაჭრა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ დღეს აქ კახასთან ერთად ვიმყოფებით და ვიმეორებ, რომ ეს ჩვენთვის დიდი პატივია.

"დინამო" ოთხჯერ გახდა ჩემპიონი ჩემს
ხელში. არცერთი მწვრთნელი მე არ გამიშვია, ვინც გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა. მწვრთნელებმა თავიანთი გადაწყვეტილებით ითხოვეს და წავიდნენ. მე ზუსტად ვიცი, რომ კახას არსად არ ეჩქარება და უცხოეთში წასვლას არ აპირებს, აქ ბევრი საქმე აქვს.

რაც შეეხება უცხოელ ლეგიონერებს, მე დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ იცით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაზე წარმატებული ლეგიონერი იყო ჩისკო. მის გარდა 100-მდე ლეგიონერი გვყავდა ჩამოყვანილი, სხვადასხვა ანაზღაურებით, 5 ათასიდან 30 ათასამდე, მაგრამ არავინ გამოგვადგა.

აქ კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა სერიოზული პრობლემაა, მათ არ უნდათ აქ ჩამოსვლა. თვეში 30 ათასის ხელფასის გადახდა არ ნიშნავს, რომ მაღალი დონის ლეგიონერი ჩამოგყავს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე ჩამოვიყვანოთ გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც სხვაგან ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. უნდა დავიჭიროთ ბალანსი. ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ვეცდებით, როგორმე მივაღწიოთ ამ ბალანსს.

რა თქმა უნდა, კახას გადასაწყვეტია თითოეული ფეხბურთელი, ვინც მოვა "დინამოში". მერწმუნეთ, ეს არაა ადვილი, გამართლებაზეა. გვინდა 4-5 ფეხბურთელის ჩამოყვანა. ვნახოთ, როგორც გამოგვივა, ისეთ წარმატებებს მივაღწევთ.

ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ჩვენ გვინდა, რომ მან ითამაშოს და "დინამოს" სარგებელი მოუტანოს. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. სამწუხაროდ, ტრავმიანობა პრობლემაა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კარგ ფორმაში იქნება. ახლა მეტს ამაზე ვერაფერს გეტყვით, ძალიან მონდომებულია და იმედი გვაქვს, საუკეთესო ფორმაში შევა.

მწვრთნელების შენარჩუნება? მაგალითად, დუშან უჰრინი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ახალი წინადადება ჰქონდა და უნდა გამეშვა. მე ვერაფერი გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შენარჩუნება მინდოდა. დარწმუნებული ვარ, კახასთან მსგავსი არ მოხდება და ჩვენ გვერდში მაქსიმალურად დავუდგებით. ვიმეორებ, რომ წარმატებული მწვრთნელი მე არცერთი გამიშვია და ეს კრიტიკა ხშირად მისაღები არაა.

მე მაქვს 9-წლიანი გამოცდილება და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება "დინამოს". ჩვენ ვთქვით, რომ ვინც გუნდშია მოსაყვანი, პირველ რიგში, ქართველი და ვინც შესაძლებელია გვინდოდეს და შანსი არსებობს, საქართველოში სათამაშოდ ჩამოვიდეს, ის აუცილებლად ჩვენთან ითამაშებს", - განაცხადა რომან ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ესეიგი რა უნდა ამ ტიპს რომ გვითხრას რო ლეგიონერი ცუდი საქმეა რახან არ გამოადგა არავინ ჩისკოს მეტი..შენა და ამდენი ხანი კითხვა არ გაგიჩნდა რომ გონზე შენ არ ხარ არც სელექციის რომ ვინმე ნორმალური ჩამოგეყვანა არც პატიოსან კაცს არ გავხარ მოსვლის დღიდან გვატყუებ
გულშემატკივარი
15:12 23-12-2019
2
იქნებ ცოტა თავი გაატოკოთ ბატონო ფიფია, 100 ლეგიონერიდან არავინ რომ არ გამოგადგად ჩვენც ვხედავთ, მარა რისი ბრალია რომ ვერ გამოგადგათ, დამნაშავე ვინ არის ამდენ ხანს ვერ მიხვდით? ძალიან ცუდია თუ ამდენ ხანს ეგეც ვერ მიხვდით.
G.LA
16:24 23-12-2019
0

სიახლეები პოპულარული