დღეს, 23 დეკემბერს, თბილისის "დინამოს" ახალი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი წარადგინეს, რომელიც მომავალი ორი წლის განმავლობაში დედაქალაქურ კლუბს გაუძღვება. კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე პირველი კომენტარი გააკეთა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინდა მადლობა გადავუხადო რომან ფიფიას ნდობისთვის. შევეცდებით, ის დასახული მიზნები შევასრულოთ, რაც სეზონის წინ გვექნება. გუნდს ბრწყინვალე აკადემია ჰყავს, კარგი თაობა მოდის და თუ ისინი მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, აუცილებლად მოხვდებიან პირველ გუნდში.
ლეგიონერებზე რაც შემიძლია ვთქვა, დაბალფასიანი ლეგიონერების ჩამოყვანა ადვილია, მაგრამ ისინი კლუბს ვერ აძლიერებენ. გუნდს უნ
და დაემატოს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კარგად ვიცნობთ და გამოცდილებაც აქვთ.
ძირითადი ბირთვი აუცილებლად შენარჩუნდება, მაგრამ გაძლიერების გარეშეც არ გამოვა, რადგან გუნდში კონკურენცია უნდა იყოს - ეს წარმატების საწინდარია.
მოლაპარაკებები როინ კვასხვაძესთან ნამდვილად გვაქვს. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. როგორც მითხრა, როინს გუნდის შეცვლა სურს და გვირჩევნია, ჩვენთან წამოვიყვანოთ, ვიდრე სხვაგან წავიდეს. - განაცხადა კახა ჩხეტიანმა.