რომან ფიფია: 100-მდე ლეგიონერი გვყავდა, ანაზღაურებით 5-დან 30 ათასამდე, ჩისკოს გარდა არავინ გამოგვადგა

AutoSharing Option
დღეს, 23 დეკემბერს, თბილისის "დინამოს" მფლობელი რომან ფიფია ჟურნალისტებს შეხვდა და მოსალოდნელ სიახლეებზე ესაუბრა.

"მინდა წარვადგინო ახალი მწვრთნელი  კახა ჩხეტიანი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ის ჩვენი გუნდის მწვრთნელი გახდა. ამავე დროს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ესპანელ მწვრთნელებს, რომლებმაც "დინამო" დატოვეს.

ფელის ვისენტეს ჰქონდა პრობლემები, ჩისკოს ლიცენზია არ გააჩნდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველანაირი მეთოდით ვცადეთ ამ საკითხის გადაჭრა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ დღეს აქ კახასთან ერთად ვიმყოფებით და ვიმეორებ, რომ ეს ჩვენთვის დიდი პატივია.

"დინამო" ოთხჯერ გახდა ჩემპიონი ჩემს
ხელში. არცერთი მწვრთნელი მე არ გამიშვია, ვინც გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა. მწვრთნელებმა თავიანთი გადაწყვეტილებით ითხოვეს და წავიდნენ. მე ზუსტად ვიცი, რომ კახას არსად არ ეჩქარება და უცხოეთში წასვლას არ აპირებს, აქ ბევრი საქმე აქვს.

რაც შეეხება უცხოელ ლეგიონერებს, მე დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ იცით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაზე წარმატებული ლეგიონერი იყო ჩისკო. მის გარდა 100-მდე ლეგიონერი გვყავდა ჩამოყვანილი, სხვადასხვა ანაზღაურებით, 5 ათასიდან 30 ათასამდე, მაგრამ არავინ გამოგვადგა.

აქ კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა სერიოზული პრობლემაა, მათ არ უნდათ აქ ჩამოსვლა. თვეში 30 ათასის ხელფასის გადახდა არ ნიშნავს, რომ მაღალი დონის ლეგიონერი ჩამოგყავს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე ჩამოვიყვანოთ გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც სხვაგან ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. უნდა დავიჭიროთ ბალანსი. ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ვეცდებით, როგორმე მივაღწიოთ ამ ბალანსს.

რა თქმა უნდა, კახას გადასაწყვეტია თითოეული ფეხბურთელი, ვინც მოვა "დინამოში". მერწმუნეთ, ეს არაა ადვილი, გამართლებაზეა. გვინდა 4-5 ფეხბურთელის ჩამოყვანა. ვნახოთ, როგორც გამოგვივა, ისეთ წარმატებებს მივაღწევთ.

ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ჩვენ გვინდა, რომ მან ითამაშოს და "დინამოს" სარგებელი მოუტანოს. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. სამწუხაროდ, ტრავმიანობა პრობლემაა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კარგ ფორმაში იქნება. ახლა მეტს ამაზე ვერაფერს გეტყვით, ძალიან მონდომებულია და იმედი გვაქვს, საუკეთესო ფორმაში შევა.

მწვრთნელების შენარჩუნება? მაგალითად, დუშან უჰრინი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ახალი წინადადება ჰქონდა და უნდა გამეშვა. მე ვერაფერი გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შენარჩუნება მინდოდა. დარწმუნებული ვარ, კახასთან მსგავსი არ მოხდება და ჩვენ გვერდში მაქსიმალურად დავუდგებით. ვიმეორებ, რომ წარმატებული მწვრთნელი მე არცერთი გამიშვია და ეს კრიტიკა ხშირად მისაღები არაა.

მე მაქვს 9-წლიანი გამოცდილება და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება "დინამოს". ჩვენ ვთქვით, რომ ვინც გუნდშია მოსაყვანი, პირველ რიგში, ქართველი და ვინც შესაძლებელია გვინდოდეს და შანსი არსებობს, საქართველოში სათამაშოდ ჩამოვიდეს, ის აუცილებლად ჩვენთან ითამაშებს", - განაცხადა რომან ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ოდესღაც ამ ზღაპრების მჯეროდა. ესაა ტიპიური უნამუსობა. გააკეთეთ კერძო კლუბი და იქ იმაიმუნეთ რამდენიც გინდათ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს რას გადაეკიდეთ თქვე კაი ხალხო. ვის სჯერა თქვენი ლეგიონერების და თქვენი საფეხბურთო პოლიტიკის
გადასარევი გიორგი
25 დეკემბერი 2019 23:36
0
ავოიეეე !!!
100%
24 დეკემბერი 2019 21:40
0
ჩემი დაწერილი ერთი წინადადება, რატომ არ გამოაქვეყნე. დაგიშავე რამე?
100%
24 დეკემბერი 2019 21:38
0
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რა ფეხბურთელებიც გაყიდეთ მართლაც მიზერულ თანხებად ის შემადგენლობა რომ შეგვენარჩუნებინა თავისუფლად შევძლებდით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრას და თუ თქვენ შეუქმნიდით კარგ პირობებს ფეხბურთელებს ისინი არ წავიდოდნენ ისეთ ჩემპიონატებში რომლებიც საშუალო და საშუალოზე დაბალი დონისანი არიან ზალსბურგი დინამო ზაგრები ამესტერდამის აიაქსი სლავია არც ისინი თამაშობენ განსაკუთრებულად მაღალი დონის ჩემპიონატებში იქიდანაც მიდიან ფეხბურთელები მარა მიდიან მაღალი დონის კლუბებში ამ ფეხბურთელებს უყურებენ ჩემპიონთა ლიგაზე გრანტები და მიჰყავთ მერე და თქვენ მხოლოდ თანხების დაზოგვაზე ფიქრობთ და მოგყავთ ისეთი ლეგიონერები რომლებსაც არაფრის გაკეთება შეუძლიათ და კარგი ფეხბურთელებისთვის თანხებს ვერ იმეტებთ დიდი მადლობა აკადემისთვის მაგრამ ამ აკადემიას თქვენ ბიზნესად თვლით და არა კლუბის განვითარების და წარმატების საშუალებათ.
გიორგი
24 დეკემბერი 2019 17:34
0
რომან ეგ ზღაპრები მოუყევი შენ სექტას!!! ტიპმა ერთი აკადემია გაააკეთა , დინამოელ ვეტერანებს რაღაც პენსია დაუნიშნა და ამ საქციელით გაშალა ფრთები ბიჭმა!! სამაგიეროდ მიიღო თბილისის ცენტრში უზარმაზარი სტადიონი (ეს ის სტადიონია ეროვნულს რომ ვეძახით და ჩვენი რომ გვგონიაა , ყველას) პლიუს ბაზა მიიღო, და ჩალიჩობს ბიჭი. ვის აბოლებ? რა ლეგიონერი არ ჩამოდის? ვინც კი გყავდა პატარა ნიჭიერი ბიჭები ყველას ყიდი 250 000-350 000 ევროდ , ეს კია უკვე მილიონი ლარია, წელიწადში ასე 4 ფეხბურთელიც რომ გაყიდო უკვე 4 მილიონი ლარია, და ეს შენი ბიზნესია, სულ ფეხებზე გკიდია ფეხბურთი! ყოველ სეზონის ბოლოს გუნდს შლი, მერე გამოდიხარ და იძახი არავის უნდა დარჩენაო, იმიტომ არ უნდა რო შენ ქმნი იმ პირობებს რო წავიდნენ!!! აბა სად არიან დინამოდან წასულები? ფარჩაკ გუნდებში არიან ზამენები!!! ან მეორე ლიგის მაჩანჩალა გუნდებში არიან , ტრამვირებულები და ფორმუდან ამოვარდნილები! ყველა ჩვენ გვჯობნის!! იმიტომ რომ უყვართ თავიანთი ხალხიც და ფეხბურთიც!! ლეგიონერებიო რომ იძახი, ნეტა სად პოულობ ? ჩისკო ჩვენთან დონე იყო მაგრამ ესპანეთში ზამენის ზამენა იყო! ვინ იცოდა მაგ ადამიანის არსებობის შესახებ, მასე 38 წლის იაშვილმა გადააახია მთელ ჩემპიონატს ბურთი თავზე!!! აბა ხალხო , ტალანტი გვყავდეს და ადანასფორში უნდა თამაშობდეეს? შენგელია საუკეთესო ფეხბურთელი ყავდა და თურქეთის ბოლო გუნდშია , ზამენის ზამენააა!! კარგით რა, ჩემზე უკეთ იცით სად დარბიან ქართველი ფეხბურთელები, 4000-5000 ევროთი მეტი რო აიღონ დღეს ეგ ურჩევნიათ , არანაირ განვითარებაზე ფიქრი არ არის, / თუ ბიზნესმენ კაცს არ შეგიძლია ამ რანგის გუნდში ასეთი თანხის გადახდა მაშინ უნდა წახვიდე, და ჩაიბარო სოფლის გუნდი , არავინ გაგამტყუნებს მერე. როცა ამხელა რესურსს იღებ და თან ქვეყნის ბრენდს თრეულობ, არ გაქ უფლებაა ასე რომ ფაააპარტახო!!!
Vasili
24 დეკემბერი 2019 14:46
0
ფარცჰაკი ხარ
dato
24 დეკემბერი 2019 10:36
0
ცარიელი ტრიბუნების ჩემპიონი გახდა და არაფრის შეცვლას არ აპირებს
შოკირებული გულშემატკივარი
24 დეკემბერი 2019 03:50
0
ბ-ნო რომან 100ლეგიონერიდან 1რომ გამოგადგება,რა დასკვნა გააკეთეთ?ე.ი.ვისაც ჩამოჰყავს და ვინც აგებს პასუხს მათ ჩამოყვანაზე აზზე არაა ფეხბურთის და რამე ზომები თუ მიიღეთ. მარტო თქმა რას უშველის.ეს რამდენი გადაყრილი ფულია,რამდენი უქმად გასული დრო და ა.შ.და რა დასკვნები გამოიტანეთ,ან ვინ არიან ისინი ვისაც ჩამოყავს ეს ლეგიონერები ხომ უნდა ვიცოდეთ გულშემატკივრებმა
კახა ქ.
24 დეკემბერი 2019 03:40
0
Wamoiyvanet ananidze xelpasis naxevars spartaki uxdis tutqebma tu waiyvanes da moelaparaket. Oqri, kachareava, kankava azetebshi, kvekveskiti diladan rogor gaushvit?
Nikw
24 დეკემბერი 2019 03:34
0
რას გადაეკიდეთ ამ ლეგიონერებს ნოდარ ახალკაცს დინამოში მხოლოდ ქართველები ყავდა და ევროპის თასი მოიგო.
maxo
24 დეკემბერი 2019 00:45
2
მაშინ სხვა ხალხი,სხვა ნიჭი და სხვა ჯიგარი იყო.
jimi
24 დეკემბერი 2019 14:28
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული