"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან

AutoSharing Option
დღეს, 23 დეკემბერს, თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე ჟურნალისტებს შეხვდა და მოსალოდნელ სიახლეებზე ესაუბრა.

"მინდა მივულოცო კახა ჩხეტიანს "დინამოს" მწვრთნელობა. ჩვენი სურვილია აკადემია უფრო მეტად წამოიწიოს, გავაფართოოთ საფეხბურთო სკოლები და უფრო მეტ ბავშვს მიეცეს შანსი, რაც პროპორციულად მათ პირველ გუნდში დაწინაურების შესაძლებლობას ზრდის. ჩხეტიანი უხელმძღვანელებს არა მარტო პირველ გუნდს, არამედ აკადემიას და ასაკობრივ გუნდებს.

ჩვენი პრიორიტეტია, გუნდის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნოთ, მაგრამ ამავდროულად, ახალ ფეხბურთელებსაც დავიმატებთ. კონკრეტულ სახელებს ვერ გეტყვით, ამაზე მიდის მუშაობა. იანვარში შევიკრიბებით და იმ დროისთვის 90%-ით გუნდი
დაკომპლექტებული იქნება.

ჩვენი გეგმა საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელების დამატებაა და ასევე - რამდენიმე ლეგიონერის. ამ სქემით შეიძლება წარმატების მიღწევა. ვფიქრობ, სხვა გზა არ გვრჩება, უნდა ვიმუშაოთ, რათა მაღალი დონის გუნდი გავაკეთოთ.

არ დაგიმალავთ, ნიკა ნინუაზე არის წინადადება. ვფიქრობ, წასვლის შესაძლებლობა მაშინ უნდა მივცეთ, როდესაც ამისთვის შესაფერისი დრო იქნება. საიდან აქვს კონკრეტული წინადადები, ვერ გეტყვით, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან, მაგრამ კონკრეტული წინადადებებით ჯერ არავის მოუმართავს. ყველა სიახლეს ეტაპობრივად გავიგებთ", - განაცხადა დოლიძემ.

altოფიციალურად კახა ჩხეტიანი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია

altრომან ფიფია: 100-მდე ლეგიონერი გვყავდა, ანაზღაურებით 5-დან 30 ათასამდე, ჩისკოს გარდა არავინ გამოგვადგა

მკითხველის კომენტარები / 6 /
torpedo kutaisis m t e r i .
KUTAISELI
13:59 31-12-2019
1
ფიფია დატოვე დინამოოოოოოოო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული