ბათუმის სტადიონი Philips-ის 192 სანათით განათდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე განათებისა და გახმოვანების სისტემების მონტაჟი დასრულდა, - ამის შესახებ შპს "სტადიონი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იუწყება.

"განათებისთვის გამოყენებულია Philips-ის ბრენდის 192 სანათი. 1500-ლუქსიანი სიმძლავრე უეფას სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული. მოედანზე არსებული განათება სრულ შესაბამისობაშია სათამაშო მოცემულობასთან, სატელევიზიო ტრანსლირებასა და სამაყურებლო მოთხოვნებთან.

გახმოვანების სისტემისთვის გამოყენებულია RCF ბრენდის იტალიური ხმის მონიტორები, HD ხმითა და მაღალი გარჩევადობით".

მკითხველის კომენტარები / 21 /
აჩქარება არ არის საჭირო. სჯობს ხარისხიანად და საშვილიშვილოდ გაკეთდეს და ევროპის ტურნირი ბათუმის "დინამომ" ახალ სტადიონზე დაიწყოს!!!
tngh
14:18 06-02-2020
0
წლეულს მართლაც ბევრი სტადიონი გაკეთდა – ფოთი, ხაშური, ამბროლაური, ვარკეთილი, ბათუმმა კი დააგვირგვინა!
პაატა
14:07 26-12-2019
0

სიახლეები პოპულარული