ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე განათებისა და გახმოვანების სისტემების მონტაჟი დასრულდა, - ამის შესახებ შპს "სტადიონი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იუწყება.
"განათებისთვის გამოყენებულია Philips-ის ბრენდის 192 სანათი. 1500-ლუქსიანი სიმძლავრე უეფას სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული. მოედანზე არსებული განათება სრულ შესაბამისობაშია სათამაშო მოცემულობასთან, სატელევიზიო ტრანსლირებასა და სამაყურებლო მოთხოვნებთან.
გახმოვანების სისტემისთვის გამოყენებულია RCF ბრენდის იტალიური ხმის მონიტორები, HD ხმითა და მაღალი გარჩევადობით".
გახმოვანების სისტემისთვის გამოყენებულია RCF ბრენდის იტალიური ხმის მონიტორები, HD ხმითა და მაღალი გარჩევადობით".