რა ხდება იტალიელებთან დაკავშირებით? - ბოლო ინფორმაცია "ტორპედოზე"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოდან" ყველა წავიდა, ვინც კი შეიძლებოდა წასულიყო.

ერთადერთი კარგი ამბავი ჯერჯერობით ის არის, რომ კლუბმა ლიცენზია აიღო. აღნიშნულის შესახებ კლუბის დროებითმა მმართველმა თეიმურაზ ჩეჩელაშვილმა გვითხრა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ გუნდს ფეხბურთელები არ ჰყავს. თორნიკე კაპანაძეც უკვე თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს.

ბოლო ინფორმაციით, რაც გადავამოწმეთ, დღეს, 10 იანვარს, ქუთაისში იტალიელთა დელეგაციის ჩასვლას და მოლაპარაკებების განახლებას ელოდებიან. სწორედ აპენინელები არიან იმერლებისთვის ის ერთადერთი იმედი, რომლებსაც ამ ეტაპზე კლუბის შენარჩუნება შეუძლიათ.

თუმცა ფაქტია, რომ იტალიელებიც ძალიან მონდომებულები არ არიან, რადგან საერთოდ არც ჩქარობენ
და არც აქტიურობენ.

შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი და მეკარე როინ კვასხვაძე თბილისის "დინამოს" წევრები გახდნენ.

alt"ტორპედოს" პრო-ლიცენზიის მიღებას ფანკლუბი "მიცვალებულის წამოდგომის" სცენით შეეხმიანა [VIDEO]

altიტალიელები და უკრაინელები... ჩვენ არჩევანის საშუალება არ გვაქვს - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან

მკითხველის კომენტარები / 11 /
სახელმწიფოს მოცემული ფული ხელფასებში შეჭამეს და გუნდი დაშალეს ფაქტობრივად. დამნაშავე და პასუხისმგებელი არავინ. ფუი !!! სტალინი გვინდა ყველა რო დახვრიტოს
Otari
10 იანვარი 2020 22:32
5
ტორპედო ყაზახეთის ჟეტისუდან ილმაჰმუდზაროვს იმატებსო ყაზახურ პრესაში დაიწერა და ვინმემ ხომ არ იცის მართალია?
თუ დადასტურდა მაგარი იქნება.
ვაჟა ზაზაევიჩი
10 იანვარი 2020 20:52
1
იტალიელები ძალიან მონდომებული ყოფილან. გაგიჟდნენ თურმე ქუთაისის პოტენციალზე.
გელა ნუგზარაშვილი
10 იანვარი 2020 20:51
4
იტალიელ ბიზნესმენებს რაში ჭირდებათ ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება?
ლევან
10 იანვარი 2020 15:52
1
რა უნდა იყიდოს ბიზნესმენმა? სტადიონს და ბაზას სახელმწიფო არ თმობს და დარაჯი ვის რა .... უნდა. ფიფიას ოინებია იმერეთში აკადემიის გახსნა არ აწყობს.
Martali
10 იანვარი 2020 15:46
18
ვალები გაისტუმრეს? 28 იანვრამდე რომ ქონდათ ვადა
1
10 იანვარი 2020 15:02
2
ხოდა იყიდოს აგერ ამის უკეტეს ვარიანტს რას ელოდება.
butxa
10 იანვარი 2020 14:20
1
ბერა თუ იყიდის , ეგ საჩხერის ჩიხურას იყიდის , ან მაქსიმუმ ლანჩხუთის გურია, იმიტომ რომ გურიაში აქვთ თითქმის ყველა პროექტი მაგ იჯახს. / თუ იყიდოს ტორპედოს, მაგარი იქნება!
Vasili
10 იანვარი 2020 14:20
2
ქუთაისს ვიდრე კარგი არენა, კარგი ბაზა და თვითონ ქალაქი არ იქნება კეთილმოწყობილი - გზით, განათებით და წყალმომარაგებით, მანამ უცხოელი ინვესტორი გინდაც ქართველი ფულიანი, ფეხბურთის მცოდნე ინვესტიციას არ ჩადებს! და არც ძლიერი ლეგიონერი ჩამოვა საცხოვრებლად.. ასე ჩაჩავასნაირი შეიძლება ისევ გამოჩნდეს 2 წელიწადში იმედგაცრუების პერსპექტივით! ჰლინკასნაირიც შეიძლება ჩამოვიყვანოთ, ლეგიონერი ლეგიონერისთვის - სკამს რო გაათბობს! ან ვიქნებით ისეთი გუნდი როგორიც სიონი რუსთავი გორი ვიტჯორჯიაა, დარჩენისთვის მებრძოლი! მოკლედ რეალობა ისაა, რომ დიდი კლუბები დაქცეულ ქალაქში არ იბადებიან!
ბასკი
10 იანვარი 2020 14:20
6
კარგ ინვესტორს გზა და წყალმომარაგება კი არა, კარგი გულშემატკივარი ჭირდება - რომელიც პატარა მიზეზზე არ იგინება და დებოშებს არ აწყობს და რომელსაც ბილეთში ფულის გადახდა შეუძლია. ჯიბეგაფხეკილი გულშემატკივარი და ინვესტორი ერთმანეთთან შეუთავსებადი მცნებებია, მაგიტომაცაა აფერისტების მეტი არავინ რომ არ ინტერესდება ფეხბურთით. აქ მხოლოდ ტორპედოზე არ მაქვს საუბარი, ყველგან იგივე პრობლემაა.
goga
12 იანვარი 2020 17:31
0
თუ მორიგი ზგაპარი არაა,ბერა ივანიშვილს უნდა ქართული კლუბის ყიდვა ამაზე კარგი ვარიანტი რა უნდა იყოს
oto
10 იანვარი 2020 13:26
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული