წერილი: ტრაგიკომედიური სატრანსფერო პერიოდები ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
ქართული სატრანსფერო ბაზარი საკმაოდ ტრაგიკომედიურია, ყველაფერი ყოველ წელს ისევ ისე ხდება, როგორც წინა წელს. არ აქვს მნიშვნელობა ზამთარი იქნება თუ ზაფხული, ჩარხი მხოლოდ ერთი მიმართულებით ტრიალებს.

გულშემატკივარიც კი შეეგუა ამ ფაქტს, რადგან არაფერი საინტერესო ამაში არ არის და არც ეს ყველაფერია იმედის მომცემი.

დავიწყოთ იმით, რომ ეროვნულ ლიგას ტოვებს ყველა ფეხბურთელი, ვისაც ამის საშუალება მიეცემა. საუკეთესო მეგოლე ლევან კუტალია "ირტიშში", საუკეთესო მეპასე ალვინ ფორტესი "კაის
არში",  გამორჩეული ლეგიონერი ლეანდრო რიბეირო სამხრეთ კორეის მეორე ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდში.

ეს მარტო უფულობის ბრალი არ არის, ამ ფეხბურთელების თვალში ეროვნული ლიგის დონე სასაცილოა და ვერც გაამტყუნებ. ასეთი წასვლები კი ყოველი სატრანსფერო პერიოდის დროს ხდება.

თუმცა არიან ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც, რომლებსაც აქედან წასვლა ნამდვილად ეკუთვნით, რადგან შეუძლიათ მომავალში რაიმეს მიაღწიონ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მენეჯერებს ისეთ კლუბებში მიჰყავთ, რომ ბევრი მარად პერსპექტიული რჩება.

ჩვენ ვიცით! რომ ისინი დაბრუნდებიან!
მაგრამ მარტო ეროვნული ლიგიდან არ მიდიან, ჩვენი გამორჩეული ლეგიონერები ბრუნდებიან კიდეც, რომლებიც ევროპის სხვადასხვა "ჭ" კლასის გუნდებშიც კი დაიწუნეს, უკეთესი შეთავაზებაც არ აქვს და მორიგ ევროტურნირებისთვის გამზადებულ გუნდს აძლიერებენ. მათი დაბრუნება "ურა პატრიოტიზმი" არ არის, სხვა გზის უქონლობაა და ისევ წავლენ ეროვნული ლიგიდან როგორც კი ამისი შესაძლებლობა მიეცემათ.

ეროვნული ლიგის კარუსელებიც არ გვიკვირს, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძალიან დიდი ტობოგანია გაკეთებული "ტორპედო" თბილისის "დინამოს" შორის. ისეთი, რომ საფიჩხიადან დიღომში სულ პანტა-პუნტით სცვივა ფეხბურთელები. ბევრს თუ იფიქრებთ თავი შეიძლება გეტკინოთ, თუ რატომ უნდა იყიდოს გუნდმა მასშტაბურად მეორე გუნდი, რომელსაც რაიმე შედეგს ევროტურნირების თვალსაზრისით არ მიუღწევია?

ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელთა უმრავლესობას ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს გუნდთან, ეს ფეხბურთელები ხშირად ვერ მიდიან უცხოეთში და ქალაქს იცვლიან, მოძრაობენ ერთი წყალღაწებული გუნდიდან მეორეში და ჰაერის გამოცვლას მაინც ახერხებენ.

თუმცა ეროვნულ ლიგაში წარმატებული უცხოელი ფეხბურთელებიც ჩამოჰყავთ. ფეხბურთელი, რომელიც პატარაობაში ლონდონის "არსენალში" სინჯებზე იყო, 4 წლის წინ ნაკრებში თამაშობდა, 6 თვე ფეხბურთი არ უთამაშია, ბოლო ორ წელიწადში ერთი წელიწადი უგუნდოდ იყო და საქართველოში ჩამოვიდა.

როდესაც წარმატებულ ფეხბურთელს უწოდებთ, რატომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ თუ ასეთ მაგარ ფეხბურთელთან გვაქვს საქმე? რატომ არ აქვს საქართველოს ჩემპიონატზე უკეთესი შემოთავაზება?

ან ახალგაზრდები, რომლებსაც ტოპ-გუნდები აკვირდებიან ან "ნეიმარის ძმაკაცია", მაგრამ საქართველოში მოდიან. გულშემატკივარი ამაზე არ ტყუვდება და თავს რატომ იტყუებთ? ეს ძირითადად იმის ბრალია, რომ "ვაი მენეჯერებს" რომლებიც სეზონიდან სეზონამდე გუნდებს იცვლიან, თავის მოტყუების საშუალებას აძლევთ. ეს არ არის მარტო ერთი კონკრეტული კლუბის პრობლემა, ასეთი ლეგიონერები უკვე იმდენი ვნახეთ და მათგან მხოლოდ დახასიათება რჩება.

გვყავს საჩხერის "ჩიხურასნაირი" კლუბებიც, ერთგული მწვრთნელითა და ორი ერთგული ფეხბურთელით, იმერული კლუბი სხვა გუნდების დაკომპლექტებას ელოდება, რადგან რაც დარჩება თავისუფალი აგენტები დაბალი ხელფასის პირობებში თვითონ დაიმატონ.

და ვართ ასე ბედნიერად წლიდან წლამდე, არაფერი იცვლება...

alt"დილამ" "ჩიხურას" ორი მცველი დაიმატა

altმიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ


მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალიან მაგარი სტატიაა, ევროტურნირებზე ეს დასაბუთდება რომ ჩავისვრით
roma bejanidze
15:17 11-01-2020
1
Maladec galaktion gulwrpelad am statiistvis:)) ramdeni xania vwer qartul karuselebze es ukve sasaciloa:)) darwmunebuli var scautad ro daviwyo mushaoba uketes legionerebs movdzebni da chamoviyvan:))
Qomagi
14:34 11-01-2020
3

სიახლეები პოპულარული