"საბურთალო" თურქულ შეკრებაზე ახალი ფეხბურთელებითურთ გაემგზავრა

AutoSharing Option
"საბურთალო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, - იტყობინება კლუბის ვებგვერდი:

"დედაქალაქური "საბურთალო" 14 იანვარს თურქეთის ქალაქ სიდეში გაემგზავრება და იქ გააგრძელებს მზადებას ახალი სეზონისთვის. ხსენებულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩების გამართვა არ იგეგმება, საბურთალოელები ყოველდღიურად ფიზიკური კონდიციების ამაღლებას დაუთმობენ დროს. გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, გუნდი თურქეთში 23 იანვრამდე დარჩება, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს მზადებას. დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს "ქალაქელები", 1-14 თებერვლის ჩათვლით, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაივლიან, სადაც რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავენ.

თურქეთში მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იქნება. "საბურთალოს" დაუბრუნდნენ იჯარით განათხოვრებული ფეხბურთელები – ცოტნე
ნადარაია და გურამ გოშთელიანი. გასულ წელს ნადარაია "ტორპედოში", გოშთელიანი კი "დილაში" ასპარეზობდა. გუნდს შეკრებაზე გაჰყვება ბექა ხარაიშვილი, რომელიც ჩვენი აკადემიის აღზრდილია და "საბურთალო-2"-ის ღირსებას იცავდა. თურქეთში მიემგზავრება ლევან მაჭარაშვილიც, ვინც ბოლოს სომხეთის ჩემპიონატში, "ლორიში" ასპარეზობდა. ასევე, გუნდთან ერთადაა 28 წლის მეკარე დავით კუპატაძე, რომლის ბოლო კლუბი ტაჯიკეთის "ხუჯანდაა".

თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები მიემგზავრებიან:

ლაზარე კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, დავით კუპატაძე, ბექა ქავთარაძე, იური ტაბატაძე, ლევან მაჭარაშვილი, ანრი ჭიჭინაძე, თედორე გრიგალაშვილი, ცოტნე ნადარაია, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ბექა ხარაიშვილი, გიორგი გულიაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ნიკოლოზ მალი, გიორგი კოხრეიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გურამ გოშთელიანი, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ლევან კაკუბავა, ლევან ყენია, გიორგი გაბედავა".

altგიორგი ჭანტურია "საბურთალოში"? - გია ცეცაძის პრესკონფერენცია

მკითხველის კომენტარები / 1 /
სერიოზული შევსებაა, იმედია ასე გააგრძელებთ
არმენა
13:45 14-01-2020
0

სიახლეები პოპულარული