იტალიელი ინვესტორი: გვინდა ქუთაისში კარგი კლუბი შევქმნათ

AutoSharing Option
10 იანვრიდან იტალიელი ინვესტორი ფაბიო მანინი ქუთაისში "ტორპედოს" შესაძენად იმყოფება. მან გულშემატკივართა კლუბ "ჩვენ ვართ ტორპედოს" შემდეგი განუცხადა:

"ქუთაისში იმისთვის ვარ, რათა ვიყიდო და ვმართო "ტორპედო". ქუთაისის მერიასთან განვიხილავ ამ საკითხს. ველოდებით, რომ დავასრულოთ ეს შეთანხმება რაც შეიძლება მალე. მანამდე კი დავაზუსტეთ სპონსორის ვალდებულებები, რაც ჩვენ გვაკისრია.

პირველ რიგში, ინვესტიციას ჩავდებთ. გვინდა შევქმნათ კარგი კლუბი, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფორმით წარდგება", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
კარგი რა... არ მოგბეზრდათ ამდენი ლაყბობა. თუ მიდიხარ მოდი თუ არადა ცრუ იმედებით ნუ ავსებ ქუთაისელ გულშემატკივრებს.
Mamuka
16 იანვარი 2020 21:31
6
რომანა ფიფიამ ვერ იყიდა ტორპედო? მთელი გუნდის ცალცალობით წაყვანას აეღო ბარემ ერთიანად!
ზურა
17 იანვარი 2020 11:15
1
მორიგი ავანტიურისტი მოგვევლინა ტორპედოს "აღორძინების" დაუოკებელი სურვილით.
ვიღას ჯერა ამ ზღაპრების.
გელა ნუგზარაშვილი
17 იანვარი 2020 02:24
6
ცოტა ხანი წარმოვიდგინოთ თავი ამ იტალიელი ინვესტორის ადგილზე. რომელიმე იყიდდა ტორპედოს იტალიელი რომ ვიყოთ და თან ფულიანი? მე არა! სხვისი არ ვიცი.ხოდა აქედან დასკვნა ასეთია ,ახლა სხვა გზით უნდათ სახელმწიფოს ფულის ჭამა...
მერე ალბათ ისევ ფიფიას დააბრალებენ ზოგ ზოგიერთები ყველაფერს...
Jordan Beli
17 იანვარი 2020 11:22
13
მეგობარო , შენ რომ ვერ წარმოიდგენდი, შენ რომ ვერ იყიდიდი ან სხვა ვერ წარმოიდგენდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ იტალიელი სარფიან საქმეს არ წააწყდა.
შენთვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია ისიც თუ რა უნდა აკეთოს კაცმა იტალიაში ფეხბურთში თუ მას კლუბი აქვს და წლიურად ამ კლუბს მხოლოდ 2 ან 3 მილიონ ევროს ახარჯავს(იტალიაში მეორე ლიგის ფეხბურთელებს აქვთ 2-3 მილიონი ევრო წლიური ხელფასი და ევროპალიგაზე ცხოვრებაში შესარჩევებზეც კი არ უთამაშიათ) ის ხომ ამ ბიუჯეტით ცხოვრებაში ვერასოდეს იფიქრებს ევროპალიგაზე მოხვედრაზე, ტიტულებზე, საჯარო ცნობადობაზე, ტრანსფერებზე.აქ კი საფეხბურთო ქვეყნის რანგით მეორე კლუბს, 4 გზის ჩემპიონს,სამგზის ვიცე ჩემპიონს, სამგზის თასის მფლობელს, მაყურებლიან და ევროშესარჩევების დიდ კანდიდატს იღებს. მას შეუძლია აქ კარგ დონეზე დააყენოს კლუბი და სხვა ევროპული კლუბებიდან იჯარის ხარჯზე დიდი ფული აკეთოს.ასე რომ, ეს მისთვის მართლაც კარგი ვარიანტია.
ამიტომაც ვამბობდი რომ ფედერაციამ უნდა აიძულოს ყველა კლუბი იყოს კერძო, ხოლო გასაყიდი კლუბები არა საქართვლოში მიმალული აუქციონით, არამედ გახსნილ საერთაშორისო აუქციონზე გაიტანონ, რომ სპორტის ბიზნესის ხალხმა დაინახონ და ყურადღება მიაქციონ, მაგრამ საბიუჯეტო ფულის ხერხვის ოსტატები არ ეშვებიან თავისას და შედეგიც სახეზეა.
დღესაც ეს იტალიელი მოინახა ისევ ღობე ღობე -ვინცხამ ვინცხას უჩურჩულას ხერხით- რომ არ მიეყიდათ ჩაჩავასათვის მასზე მორგებული პირობებით და მაშინვე ასეთი ღია აუქციონი გამოეცხადებინათ, იქნებ რეზულტატი სულ სხვა ყოფილიყო.
Jango
17 იანვარი 2020 15:09
3
რა არის ამდენი გასარჩევი მერიასთან? სტადიონი, ბაზა, მყიდველის ვალდებულებები და არ შესრულების შემთხვევაში ჯარიმები. მორჩა. ეგაა რა. ტორპედო პრაქტიკულად არ არსებობს (ფეხბურთელებზე ვამბობ), მერიამ სანამდე მიიყვანა გუნდი - შედეგს ვხედავთ. ეხლა ალბათ ატკატებზე ჩალიჩობენ (10.000-ათ მიყიდიან, მაგრამ 100.000 ქეშათ მოგვეციო. ან 10-100ჯერ მეტი ან ნაკლები). ეეეჰ, არაფერი არ ეშველება ამ საქმეს. არ დაღუპოთ ტორპედო, ვერც ხალხის რისხვას გადაურჩებით, ვერც კანონისას.
alexandre
17 იანვარი 2020 10:06
3
ვის არა კავს სპორტსმენი დზმაო რას ლაპარაკობ ჰენგელია სულაკველიდზე კოსტავა ნოდია საკანდელიდზე დერიუგინი რომელი ერტი ჰამოგიტვალო აბა ტბილისს ვინა კავს ერტი ჰამოტვალე მსახიობები მტელი ინტელიგენციის 70 პროცენტი კუტაისიდანაა კაი რა
LEKSO KUTAISI
17 იანვარი 2020 15:29
4
ქართული არ იცი?
vax-vax
17 იანვარი 2020 16:27
6
ეს იცით როგორი ვარიანტია? ზაალ ჩაჩავა, ოღონდ გაუმჯობესებული ვარიანტი, რო კარგად დააჯერონ ხალხს ტყუილი. იციან რო იგივეს არ
ჭამს ხალხი და ახლა მოდის უცხოელი ბიძია რომელიც გიჟდება ისე უნდა ქართული გუნდის აღორძინება. ქართველი რას უშვება ქართულ გუნდს აგერ ვიცით რომან ფიფია და ჩაჩავა არ გვყავს? უცხოელი ხო თავს მოიკლავს. დილას ებრაელებს მოვიყვან მაგალითად. ეს იტალიელი კიდე ან არსებობს ან არა. მიწაზე ჩამოვიდეთ. 21 საუკუნეა 2020 წელი და ეს საქართველოა, რომლის გამოყენებას ყველა ცდილობს ვისაც არ ეზარება
ugandas prezidenti
17 იანვარი 2020 10:45
3
რა ინტერესი უნდა ქონდეს იტალიელს ქუთაისში ფულის ფლანგვის? ფეხბურთის დანგრევა, რადგანაც ცოტათი ამოსუნთქული ეროვნული ლიგა ძლიერი დარტყმის შემდეგ ( ტორპედოს დაშლა) საბოლოოდ დაასამაროს.
ddgfdf
16 იანვარი 2020 23:47
7
მეტი რა უნდა დაშალოს რო არ იყიდოს დაბალ ლიგაში გავრდება საერთოდ
რაინტერესი უნდა ქონდეს და ქართულიკლუბები ლარნახევარი გირს და ტალანტი კი ევროპაში მილიონები ერთჩაკვეტაძეს გაზდის და პლიუშია.უბრალოდ ჩვენი ბიზმესმენებს მხოლოდ პოლიტიკა აინტერესებთ.
Mosexoneli
17 იანვარი 2020 09:11
1
ჰა არ გსიამოვნებთ ხომ ზემოდჩამოთვლილი ღვარძლიანი პასკვილების მჟღაბნელებო ტორპედოს აღორძინების მოლოდინი მარა ვერ ეღირსებით მაგ კლუბის დაშლას და დასამარებას პირიქით როგორც ადრე და ახლო წარსულში წირვას უყვანდა თქვენ სოფლის და "ფლაგმანს" გუნდებს უარესის მოლოდინში იყავით და მერე დიდი ფანტაზიის მოხმობა დაგჭირდებათ რამენაირად ბოღმიდან რომ არ გასკდეთ, ტორპედოს სიძლიერე თქვენი ნერვული სტრესის პირდაპირი მკვლელი წამალია რასაც ეს კლუბი არ მოგაკლებთ დარწმუნებული იყავით ამაში სულ მალე აგისრულდებათ 100 მაყურებლიანი დინამოს საცოდავო მეხოტბეებო.
Dyofis
17 იანვარი 2020 12:15
8
ეს ვაი ჟურნალისტებიც რო ამ მაფიასთან არიან შეკრულები და რასაც უკვეტავენ იმას რო წერენ იტალია არა ინდოეთი
lasha
17 იანვარი 2020 13:31
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული