ბათუმის "დინამომ" ამხანაგურ მატჩში გორის "დილას" დიდი ანგარიშით მოუგო

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923/

20 იანვარს ბათუმის "დინამო" თბილისში, ამხანაგურ მატჩში გორის "დილას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

ბათუმის "დინამოდან" გოლები ვაკო თევდორაძემ (2), ჯოვინო ფლამარიონიმ, თორნიკე გაფრინდაშვილმა და თენგიზ წიქარიძემ გაიტანეს. "დილადან" კი მიკოლა კოვტალიუკი და გიორგი ალიმბარაშვილი გამოირჩნენ.

ამ მატჩით ბათუმელებმა თბილისური შეკრება დაასრულეს და 23 იანვარს თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილი დაგეგმეს.

ახალი თბილისი
დინამო (ბ)-დილა 5:2
გოლები: 0:1 კოვტალიუკი, 1:1 ფლამარიონი, 2:1 თევდორაძე (პენ), 2:2 ალიმბარაშვილი (პენ), 3:2
თევდორაძე (პენ), 4:2 გაფრინდაშვილი, 5:2 წიქარიძე

დინამო: ალავიძე, გეგეჭკორი,
კობახიძე, ფაცაცია, ჩალაძე, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, წიქარიძე, ჯიღაური, ფლამარიონი, დვალიშვილი; შეცვლაზე: შოვნაძე, გაგოშიძე, გაფრინდაშვილი, თევდორაძე, სინჯიკაშვილი

დილა: ჩოჩიშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი, გადრანი, გიორბელიძე, გორგიაშვილი, გაგნიძე, ჩიტეიშვილი, ბიძინაშვილი, სპანდერაშვილი, კოვტალიუკი; შეცვლაზე: ალიმბარაშვილი, მამულაშვილი, მარკოზაშვილი, ამოს ნონდი, კლეოპასი, მაქაცარია, ტაბატაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანდრო შინჯიკაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა და გასაკვირია, რატომ არ დაიტოვა ბათუმის დინამომ?!
დრიბლინგა
08:42 22-01-2020
0

სიახლეები პოპულარული