"საბურთალომ" ჰოლანდიელი მცველი და ქართველი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
25 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჯულიუს ბლიკი "საბურთალოში" ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულმა კლუბმა ვებგვერდზე გაავრცელა.

ამპლუით ცენტრალური მარცხენა მცველი, რომელიც 188 სანტიმეტრია, ბოლოს ჰოლანდიის პირველი დივიზიონის "იგლზში" თამაშობდა. წლეულს "იგლზი" მოწინავეთა შორის იმყოფება და ერედივიზიონში (უმაღლესი ლიგა) გადასვლას გეგმავს.

"საბურთალოს" ახალწვეული 2017-18 წლების სეზონში ასევე ჰოლანდიის პირველი დივიზიონის "დორდეხტში" ასპარეზობდა, რის შემდეგაც "იგლზს" მიაშურა.

ბლიკის სატრანსფერო ფასი, transfermarkt-ის მიხედვით, 200 ათასი ევროა.

გარდა ამისა, "საბურთალომ" კიდევ ერთი ახალწვეულის დამატების შესახებ გვაუწყა. 28 წლის მეკარე დავით კუპატაძე, რომელიც ბოლოს ტაჯიკეთის "ხუჯანდაში"
თამაშობდა, "საბურთალოში" ჩაირიცხა.

კუპატაძემ 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ტაჯიკეთამდე კუპატაძე საქართველოში ასპარეზობდა და იცავდა "სამტრედიის", "შუქურას", მარტვილის "მერანის", "სამგურალის", "ჩიხურას", "ზესტაფონისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არარატ არმენიადან დაიმატეთ ფეხბურთელები.
ქომაგი
07:56 28-01-2020
0
ნეტა ამათაც რო არ ეზარებათ რაა ... სანამ ესენი სადმე დიდ ტურნირზე არ გავლენ მე გული არ მომიბრუნდება , ესენი მანდ გამსვლელები არ არიან და ასე რომ ჩემთვის ეგ გუნდი მკვდარია... სადმე თუ გავლენ მერე დავფიქრდები ))))
jorkaifi
23:06 27-01-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული