25 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჯულიუს ბლიკი "საბურთალოში" ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულმა კლუბმა ვებგვერდზე გაავრცელა.
ამპლუით ცენტრალური მარცხენა მცველი, რომელიც 188 სანტიმეტრია, ბოლოს ჰოლანდიის პირველი დივიზიონის "იგლზში" თამაშობდა. წლეულს "იგლზი" მოწინავეთა შორის იმყოფება და ერედივიზიონში (უმაღლესი ლიგა) გადასვლას გეგმავს.
"საბურთალოს" ახალწვეული 2017-18 წლების სეზონში ასევე ჰოლანდიის პირველი დივიზიონის "დორდეხტში" ასპარეზობდა, რის შემდეგაც "იგლზს" მიაშურა.
ბლიკის სატრანსფერო ფასი, transfermarkt-ის მიხედვით, 200 ათასი ევროა.
გარდა ამისა, "საბურთალომ" კიდევ ერთი ახალწვეულის დამატების შესახებ გვაუწყა. 28 წლის მეკარე დავით კუპატაძე, რომელიც ბოლოს ტაჯიკეთის "ხუჯანდაში"
თამაშობდა, "საბურთალოში" ჩაირიცხა.
კუპატაძემ 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ტაჯიკეთამდე კუპატაძე საქართველოში ასპარეზობდა და იცავდა "სამტრედიის", "შუქურას", მარტვილის "მერანის", "სამგურალის", "ჩიხურას", "ზესტაფონისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას.
დინამო...დიდი მაფიაა ამ გუნდში ბატონი რომანის სახით