"საბურთალოში" კიდევ ერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოში" კიდევ ერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კლუბი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

თბილისელთა რიგებს 24 წლის ჟეროენ ლუმუ დაემატა. ამპლუით მარჯვენა შემტევმა თბილისურ კლუბთან 1+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ფეხბურთელი უკვე თბილისშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

კლუბის ახალწვეული ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 2012 წლის ევროპის ჩემპიონია. ლუმუს ბოლო კლუბი პორტუგალიური "აროუკა" იყო, ხოლო მანამდე მას ასევე უთამაშია ისეთ ევროპულ კლუბებში, როგორებიცაა: ჰოლანდიური "ვილემ II", "ჰერენვენი" და "დორდრეხტი", ავსტრიული "ზანქტ პიოლტენი", თურქული "სამსუნსპორი", რუმინული "პეტროლული" და ბულგარული "ლუდოგორეცი". სწორედ
"ლუდოგორეცის" შემადგენლობაში გახდა ლუმუ ქვეყნის ჩემპიონი, ასევე, თასისა და სუპერთასის გამარჯვებული. ჰოლანდიელს კარიერაში 18 გატანილი გოლი აქვს.

transfermarkt-ის ცნობით, ლუმუს 2019 ივლისიდან არსად უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
24 წლის შემტევმა როგორ მოასწრო კარიერაში 18 გოლის გატანა?
მინდია
11:59 28-01-2020
1
იმ ჰოლანდიელ ფეხბურთელსაც თუ ფეხბურთელი ჰქვია საქართველოს ამ ჩემპინატში რომ ჩამოვა სათამაშოდ... სადმე ჰოლანდიის მესამე ლიგაშიც რომ ვერ მოაწონებ კლუბს თავს ან ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში, უნდა მიხვდე ბიძიკო რომ არ გამოვა შენგან ფეხბურთელი... წადი, ფიზიკურად იმუშავე ჰოლანდიაში, ხელფასი მეტი გექნება ვიდრე საქართველოში და ბურთი კიდევ მეგობრებთან გააგორე საღამოობით :))
ყოჩაღ ამას
01:17 29-01-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული