გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ქუთაისის მერია "ტორპედოზე"

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის "ტორპედო" იტალიელი ფაბიო მანინის მფლობელობაში გადავიდა.

SPORTALL.GE-მ ინფორმაცია ქუთაისის მერიის პრესსამსახურთან გადაამოწმა. როგორც მათ განგვიცხადეს, აღნიშნული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება და კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ "ტორპედო" დავალიანებებს ვერ გაისტუმრებს, მას ლიცენზიის ჩამორთმევა და მე-4 ლიგაში დაქვეითება ემუქრება.

altქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!




მკითხველის კომენტარები / 16 /
ასჯერ დავწრეთ კომენტარებში არაერთმა გულშემატკივარმა, რომ ეს ყველაფერი ბლეფი იყო. საპასუხოდ მხოლოდ დისლაიქებს და აგრესიას ვიღებდით, რომ თურმე ყველაფერი მართალია და ჩვენ ვაფრენდით..მაგრამ ახლა ხომ ხვდებით, რომ ზღაპრების გვიყვებიან?
რომელ ნორმალურ ევროპელს ენდომება საქართელოში (და თან კიდევ ქუთაისში ) ფულის ჩადება? საიდან მოგაქვთ ეს ზღაპრები? რა იტალია, რა ფრანკფურტის აინტრახტი, ხალხნო, აზრზე მოვიდეთ და რეალურად შევხედოთ ჩვენს მდგომარეობას. ჩვენი ჟურნალისტების მიკვირს ამდენ ზღაპარს რომ იჯერებენ და რეალობად გვასაღებენ.
გელა ნუგზარაშვილი
28 იანვარი 2020 15:59
5
არჩევნების გამო რაზე არ მიდიან. არავის არ აპატიებდნენ ამდენს, მაგრამ რახან ტორპედოა და ფანები იხმაურებენ და ქუთაისში ხმებს კარგავენ, ფედერაცია არ იღებს აგდაწყვეტილებას. იგივე შემთხვევაში კი სხვების მიმართ დანდობა არ აქვთ
რემზი
28 იანვარი 2020 15:26
23
ნორმალური ქართველი გულშემატკივრისათვის,ტორპედო არასოდეს იქნება რიგითი გუნდი.მათი ფანკლუბის მიმართ,დიდი საყვდურების თქმა შემიძლია და მითქვამს კიდეც,ხშირად ძალიან თავაშვებული საქციელის გამო,მაგრამ ის ხომ ნაღდია,რომ ყველაზე თავდადებული გულშემატკივრებიც სწორედ ეგენი არიან და ახლა მთლიანად მათ მხარეზე ვარ.არ შეიძლება ასე ჭორებით ხალხის გამოკვება და დროის გაყვანა.თუ არ გაქვთ ნაღდი ინფორმაცია,ნუ სწერთ რაღაც სისულელეებს და კიდევ უფრო აგიჟებთ ხალხს.მეორე მხრივ,დასავლეთ საქართველოში,უკვე იმდენი კლუბი გააჩანაგეს და დაშალეს,რომ ცხადია,რაღაც სქემაა შემუშავებული და ვიღაცეები ჯიბეებს ისქელებენ სახელმწიფოს ფულით.თუ სახელმწიფოს არ ვაიძულებთ სერიოზულად გამოიძიოს ეს ყველაფერი,ტორპედოზეც არ გაჩერდებიან და კიდევ მრავალ მილიონს გადატუმბავენ მავან,მავანნი საკუთარ ჯიბეში.დასავლეთ საქართველოს უკვე რამდენი სახელიანი გუნდი გაუყენეს მოუსავლეთის ,ან მეორე,მესამე ლიგის გზას და მადა არ აკლდებათ,აი ქართულ ფეხბურთს კი ნამდვილად აკლდება ლაზათი და წინსვლის პერსპექტივა.
სოსო
28 იანვარი 2020 18:37
3
"ვიცი, ვიცი. მალე დაწერთ, ისევ ტყუილი გამოდგაო".
zurab
გამოხმაურება
28 იანვარი 2020 10:12

აი ეს კომენტარი რომ ვნახე წინა სტატიაზე (სადაც დიდი ზარ-ზეიმით გვამცნეს "ტორპედო"-ს ვითომდა გადარჩენა), მეც იგივე გავიფიქრე. "აბსურდის თეატრში" გვიწევს ცხოვრება და როდემდე უნდა იყოს ეს არაპროფესიონალიზმი?! რა მოიგო ახლა იმ ჭორის მომგონებელმა?! უფრო მეტი იმედგაცრუება შემოიტანა მხოლოდ. ეეჰ, რა ვიცი, რა ვიცი ...
სიმართლე
28 იანვარი 2020 15:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული