ბათუმის "დინამოს" პოტენციური ახალწვეული - ბრაზილიელი, რომელსაც ევროთასების გამოცდილება აქვს და ნახევარი წელია არ უთამაშია

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოში" შესაძლოა კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი გადავიდეს.

აჭარული კლუბი "ფეისბუქის" მეშვეობით იტყობინება, რომ რეინალდო დოს სანტოს სილვა შესაძლოა მალე დინამოელი გახდეს. გამოცდილი ფორვარდი ბათუმის "დინამოს" 3 თებერვალს შეუერთდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, გაფორმდება თუ არა ფეხბურთელთან კონტრაქტი.

რეინალდოს ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე თამაშის გამოცდილება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ბრაზილიელს 2019 წლის ივლისიდან არ უთამაშია და უკლუბოდაა. რეინალდომ ევროთასებზე ჩატარებულ 41 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

ყაზახური მედია რეინალდოს ტრანსფერს "ირტიშის" ყველაზე დიდ ჩავარდნად
აფასებს. transfermarkt-ი ფეხბურთელს 425 ათას ევროდ აფასებს.

დოსიე
რეინალდო დოს სანტოს სილვა
Reynaldo dos Santos Silva

დაბ. თარიღი: 1989 წლის 24 აგვისტო - არაპირაკა (ბრაზილია)
მოქალაქეობა: ბრაზილია
სიმაღლე: 173 სმ
წონა: 66 კგ
ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი (ფორვარდი)

საკლუბო კარიერა
2007-08 რესიფი 7 (0)
2008-13 ანდერლეხტი 5 (0)
2010-11 სერკლ ბრიუგე 48 (11)
2011-12 ვესტერლო 14 (8)
2013-16 ყარაბაღი 89 (47)
2017 ადანასპორი 9 (0)
2018 ტრნავა 0 (0)
2018 აქტობე 30 (7)
2018-19 ყარაბაღი 6 (1)
2019 ირტიში 1 (0)
მკითხველის კომენტარები / 3 /
450 ათასი ნამდვილად არა ღირს, თან ოცდაათს გადაცილებულია...ისე გამცდილებისათვის მაინც კარგია.
emigranti
00:36 02-02-2020
0
2008-13 ანდერლეხტი 5 (0)ბ ???
dato
15:13 30-01-2020
2

სიახლეები პოპულარული