"ტორპედოს" ქომაგებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი სტადიონზე გამართეს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოაწყვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აქციის მონაწილეების მიზანი ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა და საკითხით დაინტერესებაა.

"გვინდა ჩვენს შვილებს შევუნარჩუნოთ გუნდი. ვითხოვთ "ტორპედოს" გადარჩენას. წელიწადი სრულდება უკვე, ხელფასები და დავალიანებები არ გაიცემა", - ამბობს ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი ბაქარ მელაძე.

kutaisipost.ge-ს "ტორპედოს" ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან, ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა
გაფორმებულიყო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ერთი მარტივი გზა არის, რაც ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე გადის. დათანხმდნენ იმდენი თანხის მიღებას რასაც ინვესტორი იხდის, ანუ 1,500,000 ლარს და მორჩება ამით ლაპარაკი. ეს გულშემატკივრები ეხლა ფაქტიურად იმას ჩალიჩობთ ფეხბურთლებმა სრულად აიღონ ის ხელფასი რაც ქონდათ (თვეში 20 და 30 ათასი). მოუწოდეთ ფეხბურთელებს დათანხმდნენ იმ მინიმუმს რაც ეყოფა 1,5 მლნ.ს ყველაზე გადანაწილებას.
მეორე, დავუშვათ მოხდა სასწაული დათანხმდენე ფეხბურთელები და ძველ ვალებს ეყო 1,5 მლნ. ან გამოჩნდა დამატებით თანხა და სრულად დაიფარა ვალი. მაქვს კითხვა, რა გარანტიაა იმის, რომ იგივე სიტუაცია არ იქნება 2020 წლის ბოლოს და ისევ ანალოგირუი აქციები არ იქნება საჭირო?
DAVE
03 თებერვალი 2020 14:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული