"ტორპედოს" ქომაგებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი სტადიონზე გამართეს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოაწყვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აქციის მონაწილეების მიზანი ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა და საკითხით დაინტერესებაა.

"გვინდა ჩვენს შვილებს შევუნარჩუნოთ გუნდი. ვითხოვთ "ტორპედოს" გადარჩენას. წელიწადი სრულდება უკვე, ხელფასები და დავალიანებები არ გაიცემა", - ამბობს ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი ბაქარ მელაძე.

kutaisipost.ge-ს "ტორპედოს" ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან, ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა
გაფორმებულიყო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
გამოაქვეყნეთ წერილი ბერას მიმართ თხოვნით.იყდოსს ტორპედო.ამაზონის ტყეებზე კარგი საქმე კააკეთა უდავოდ .ტყებით სუნთქვას ადამინი. ხოლო ქუთაისი ახლა მხოლოდ ფეხბურთით.აბ სხვა აღარაფერი დატოვეს.მითუმეთეს ტორპეტოს მიწები და სტადიონიც მოყვება.მე დინამოს ქომაგი ვარ მაგრამ გული მტკივა ტორპეტოზე.
mosexoneli
17:10 31-01-2020
3
ერთხელ და სამუდამოდ ხომ შეიძლება სიმართლის თქმა არ იბლოკებოდეს? რატომ არ გვაძლევთ საშუალებას რომ მართლა გულშემატკივარ სმივაწოდოთ ინფორმაცია რატომაა ტორპედო ამ დღეში? ხალხი კითხულობს სადაა ამდენი მილიონი რაც ქონდა ბიუჯეტსო და გული სეტკივათ ხომ.
რეალური მიზეზი ისაა ჩემო მეგობრებო რომ ზაალ ჩაჩავა არის აზარტულ თამასებზე დამოკიდებული და გინდ დაიჯერეთ და გინდ არა მთელი ბიუჯეტი აქვს წაგებული. მზად ვარ დავამტკიცო ნებისმიერ დროს ამ ინფორმაციის ავთენტურობა. რომელ კაზინოებში აქვს წაგებული ეგეც ვიცი. გთხოვთ ნუ დაბლოკავთ და მიეცით საშუალება გულშემატკივრებს იცოდნენ სად წავიდა მათი საყვარელი კლუბის ბიუჯეტი
superman
15:54 31-01-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული