"დილამ" 19 წლის მალაველი ნახევარმცველი ფრანსისკო მადინგა დაიმატა, - იტყობინება გორული კლუბის საიტი.
მადინგა თავის ქვეყანაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლება და "დილასთან" სამსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა.
ის მალავის "ფორვარდ უონდერერსში" ასპარეზობდა და მალავის 20-წლამდელთა ნაკრების წევრია.