გადაწყდა: "ტორპედოს" იტალიელი მფლობელი ეყოლება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ქუთაისის "ტორპედოს" პრობლემა მოგვარდება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას იტალიელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ "ტორპედომ" "ფეისბუქის" გვერდით გვაუწყა:

დღეს ქუთაისის მერიაში "ტორპედოთი" დაინტერესებულ იტალიელ ინვესტორ ფაბრიციო მანინისთან შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, იტალიურ მხარესთან შეთანხმება შედგა და "ტორპედო" ახალ სეზონს ეროვნულ ლიგაში დაიწყებს.

Sportall.Ge

გიორგი ჭიღვარია: "იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია. "ტორპედოს" პრობლემა გადაჭრილია - პირველი მარტიდან გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. დარჩა ტექნიკური საკითხები, რომლებიც კლუბის გადაცემასთანაა დაკავშირებული".

ფაბრიციო მანინი: "აქ
ქუთაისის "ტორპედოს" შესაძენად ვართ. ვისაუბრეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, შევთანხმდით პირობებზე და როგორც კი შესაძლებელი იქნება, ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ვგეგმავთ ამბიციური კლუბის შექმნას, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო იქნება!"

ასე რომ, მალე "ტორპედოს" მფლობელი იტალიელი ფაბრიციო მანინი გახდება.

altდავით მუჯირი: "ტორპედომ" 25 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება დაფარა - 4 თებერვლის დაიჯესტი

alt"ტორპედოს" ვალის გადახდის ვადას გადაუწევენ? ინვესტორს ისევ ელოდებიან - 3 თებერვლის დაიჯესტი

alt"ტორპედოს" ქომაგებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი სტადიონზე გამართეს

altგავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ქუთაისის მერია "ტორპედოზე"

altქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!

მკითხველის კომენტარები / 34 /
იმედია ტორპედოს ვაი გულშემატკივრები დაწყნარდებით და მთელი ქვეყნის ლანძღვას მოეშვებით,ვულოცავ ქართულ ფეხბურთს პირველ რიგში ტორპედოს ნამდვილ გულშემატკივრებს,ქუთაისს და სრულიად საქართველოს.
გოჩა
05 თებერვალი 2020 23:15
13
ვინმეს შინაურები იქნებიან, დამიჯერეთ და ეს კომენტარი შეინახეთ.. როგორც ზაალი იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული ჭამა და წავიდა, ისე არიან ეგ იტალიელებიც. ნახავთ
გიორგი
05 თებერვალი 2020 23:11
10
მგონი ამაში ეჭვი არც არავის ეპარება. იდეაში ქუთაისის არსწბობა მანამდე არც ეცოდინებოდა მანინის.
სიმართლე
06 თებერვალი 2020 09:57
3
ფრთხილად მორიგი ავანტიურისტი არ იყოს ეს იტალიელი.
ჰაჯი დიუფი
06 თებერვალი 2020 00:24
2
დარისპანის გასაჭირი
კლდიაშვილი
05 თებერვალი 2020 22:41
2
სანამ ხელს ოფიციალურად არ მოაწერენ არ დავიჯერებთ.
Nnn
05 თებერვალი 2020 23:03
0
^ავანტიურისტ ქალმა მადამ დე პომპადურმა^ ))))
1111
06 თებერვალი 2020 03:13
2
კობიაშვილის დიდი დამსახურებაა ეს და იმ უმადურ ხალხს მივმართავ კომპლექსები რო აწუხებთ და გონიათ თბილისი ებრძვის ვინმეს გუნდის დაშლა რო ზდომნოდა სამჯერ არ გადაუვადებდნენ თანხის გადახდას და უცხოელ ინვესტორებთან არ იჩალიჩებდნენ ამ თემის მოგვარებას
Simartle
06 თებერვალი 2020 10:58
4
ტორპედოს გადარჩენა ნამდვილად კობიაშვილის დამსახურებაა, მაგრამ იგივე პრობლემის მქონე ცხინვალი რატომ მიაგდო?
დათო30
06 თებერვალი 2020 17:00
0
ისე ძალიან საინტერესოა რა კომერციული ინტერესი დაინახა ფაბრიციო მანინიმ ტორპედოში ?!
????
06 თებერვალი 2020 10:52
3
4-5 მილიონი აღარ უღირდა ბიძინას ქუთაისში არჩევნების მოგება?ჩემპიონებიც გახდებიან წელს სავარაუდოდ
ზაალი
05 თებერვალი 2020 23:43
4
ვინ არიან?საიდან მოდიან? :დ ნრომალურ ქვეყანაში ეს კითხვები ექნებოდათ!მითუმეტეს მსგავსი ცუდი გამოცდილება უამრავი გვაქვს. წარმატებები ტორპედოს
აბგდ
05 თებერვალი 2020 23:37
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული