გადაწყდა: "ტორპედოს" იტალიელი მფლობელი ეყოლება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ქუთაისის "ტორპედოს" პრობლემა მოგვარდება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას იტალიელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ "ტორპედომ" "ფეისბუქის" გვერდით გვაუწყა:

დღეს ქუთაისის მერიაში "ტორპედოთი" დაინტერესებულ იტალიელ ინვესტორ ფაბრიციო მანინისთან შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, იტალიურ მხარესთან შეთანხმება შედგა და "ტორპედო" ახალ სეზონს ეროვნულ ლიგაში დაიწყებს.

Sportall.Ge

გიორგი ჭიღვარია: "იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია. "ტორპედოს" პრობლემა გადაჭრილია - პირველი მარტიდან გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. დარჩა ტექნიკური საკითხები, რომლებიც კლუბის გადაცემასთანაა დაკავშირებული".

ფაბრიციო მანინი: "აქ
ქუთაისის "ტორპედოს" შესაძენად ვართ. ვისაუბრეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, შევთანხმდით პირობებზე და როგორც კი შესაძლებელი იქნება, ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ვგეგმავთ ამბიციური კლუბის შექმნას, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო იქნება!"

ასე რომ, მალე "ტორპედოს" მფლობელი იტალიელი ფაბრიციო მანინი გახდება.

altდავით მუჯირი: "ტორპედომ" 25 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება დაფარა - 4 თებერვლის დაიჯესტი

alt"ტორპედოს" ვალის გადახდის ვადას გადაუწევენ? ინვესტორს ისევ ელოდებიან - 3 თებერვლის დაიჯესტი

alt"ტორპედოს" ქომაგებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი სტადიონზე გამართეს

altგავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ქუთაისის მერია "ტორპედოზე"

altქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!

მკითხველის კომენტარები / 34 /
ფრთხილად მორიგი ავანტიურისტი არ იყოს ეს იტალიელი.
ჰაჯი დიუფი
06 თებერვალი 2020 00:24
2
პირველ რიგში წარმატებები ტორპედოს სულ ბევრი კითხვა მაქვს და პასუხი ამ კითხვებს აუცლბლად უნდა გეცეს
1 ვინ არაინ ეს იტელილები ან რა ბიზნესი აქვთ რას წარმოდგენნნ?
2 ხომ არ იქნება იგვეეეე რაც გორის დილაში მოხდააა უმბციო გუნდიი რომლის ადგილის შენრჩნებაზე იზრუნებს სულ
3 მე ვფქრობ რომ ბიძინა ივნიშვილი ან კალაძე დააფინანსებს გუნდს უბრალოდ არუნდათ თავის სახელები რო თქვან და თუ ეს მართალია მშინ ბევრს მიღწევს ტორპედო და თუ ეს ასე არ არისს მაშინ ბევრი კითხვააა და ძალინ სასშიში იმედია ტოპედო მალე მოსწერებს გუნდის ჩამყლიბებას და იმის იმედიც მაქვს რომ ეს ინფრომაციაც არ არის ტყვილი იმტომ რომ ბევჯერ დაიწერა უკვე ამის შესხებ და დრო იწლება კულბს მომზდებაა ჭირდება 29 იწყება ჩემპიონატიიი
nik
06 თებერვალი 2020 00:01
7
4-5 მილიონი აღარ უღირდა ბიძინას ქუთაისში არჩევნების მოგება?ჩემპიონებიც გახდებიან წელს სავარაუდოდ
ზაალი
05 თებერვალი 2020 23:43
4
ვინ არიან?საიდან მოდიან? :დ ნრომალურ ქვეყანაში ეს კითხვები ექნებოდათ!მითუმეტეს მსგავსი ცუდი გამოცდილება უამრავი გვაქვს. წარმატებები ტორპედოს
აბგდ
05 თებერვალი 2020 23:37
3
იმედია ტორპედოს ვაი გულშემატკივრები დაწყნარდებით და მთელი ქვეყნის ლანძღვას მოეშვებით,ვულოცავ ქართულ ფეხბურთს პირველ რიგში ტორპედოს ნამდვილ გულშემატკივრებს,ქუთაისს და სრულიად საქართველოს.
გოჩა
05 თებერვალი 2020 23:15
13
ვინმეს შინაურები იქნებიან, დამიჯერეთ და ეს კომენტარი შეინახეთ.. როგორც ზაალი იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული ჭამა და წავიდა, ისე არიან ეგ იტალიელებიც. ნახავთ
გიორგი
05 თებერვალი 2020 23:11
10
მგონი ამაში ეჭვი არც არავის ეპარება. იდეაში ქუთაისის არსწბობა მანამდე არც ეცოდინებოდა მანინის.
სიმართლე
06 თებერვალი 2020 09:57
3
კომენტარი ერთი წლის შემდეგ.
civi
05 თებერვალი 2020 23:05
2
სანამ ხელს ოფიციალურად არ მოაწერენ არ დავიჯერებთ.
Nnn
05 თებერვალი 2020 23:03
0
დარისპანის გასაჭირი
კლდიაშვილი
05 თებერვალი 2020 22:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული