ფაბიო მანინიმ "ტორპედოს" მომავალზე, შემადგენლობაზე, ბაზისა და საცურაო აუზის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

დღეს, 7 თებერვალს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოების წინაშე წარდგა "ტორპედოს" ახალი პრეზიდენტი, იტალიელი ფაბიო მანინი და კლუბის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"მოლაპარაკებები "ტორპედოს" შეძენასთან დაკავშირებით სამი თვის წინ დავიწყეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა. სამწუხაროდ, სეზონის დაწყებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და სათანადოდ დაკომპლექტება გაგვიჭირდება. ვესაუბრე მწვრთნელებს. გუნდს არსებული რესურსიდან გამომდინარე დავაკომპლექტებთ და სეზონს დავიწყებთ, მერე კი ეტაპობრივად გავძლიერდებით.

ჩემს პარტნიორებთან ერთად ბიზნესგეგმაზე ვმუშაობ, რომელსაც მომდევნო თვის განმავლობაში წარმოგიდგენთ. ვაპირებ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კლუბს ელემენტარული სავარჯიშო
დარბაზი არ აქვს და ეს პრობლემაა. ბაზა აუცილებლად გაუმჯობესდება, იქნება საცურაო აუზი და ბევრი სხვა რამ - ამას თქვენი თვალით მალე ნახავთ. რაც შეეხება სტადიონს, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობამ მითხრა, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია თანხები და უკვე მიმდინარეობს სამუშაოები", - განაცხადა ფაბიო მანინიმ.

კომენტარი ქუთაისური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამაც გააკეთა:

"მინდა მილოცვით დავიწყო - გილოცავთ "ტორპედოს" გადარჩენას. ამდენი ნეგატიური ამბის შემდეგ ეს მართლაც სასიხარულო რამაა. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მცირე დრო გვაქვს და ყველა უნდა ვეცადოთ, პირველ მარტს კონკურენტუნარიანი გუნდით შევხვდეთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქართველ ფეხბურთელებთან, გავდივართ კონსულტაციებს ლეგიონერებთან დაკავშირებით... რომ გითხრათ, პირველ მარტს 100%-ით მომზადებულები შევხვდებით, ტყუილი გამომივა, მაგრამ ბირთვს ჩამოვაყალიბებთ და, როგორც უკვე ითქვა, ეტაპობრივად გუნდს უფრო განვავითარებთ".


მომზადებულია facebook.com/FCTorpedoKutaisi1946-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
ჩაჩავას ვერ უწყობდით აქციებს იმიტომ რომ მოსვამდა ყველას ერთ ადგილზე,ეხლა ამოიღეთ ხმა,ბიჭების დავალიანება გაისტუმრეთ დროზე და მერე რაც გინდა ის ქენით,ისე ფეხბურთელებს გაუფრთხილდეთ და დროზე მიიღონ რაც ერგებათ ის აჯობებს ყველაფერს
visac exeba
08 თებერვალი 2020 10:37
3
კლავიატურის ლომო ჩაჩავას რამეს უბედავდი?ან ეხლა რამეს იტყვი ეკრანს ამოფარებულო ვინ იხრჩობა ბოღმაში? ჩვენ ფეხბურთელებზე უნდა ვიფიქროთ,იმათ არ მოაკლდეთ არაფერი და დროზე მიიღონ კუთვნილი,ამოგეღოთ ამაზე ხმა, ბიჭებია მთავარი და გაუფრთხილდეთ მათ,ჩემპიონობა იმათ დადეს და ყველა სიხარულიც
qutaisel-s
08 თებერვალი 2020 12:39
0
Martla magra gamixarda eseti tradiciebis gundi ro gadarcha gakotrebas
ტეტე1234
08 თებერვალი 2020 00:05
1
ქართველ ბიზმენსმენს ყველა ჯობია
macbook pro
07 თებერვალი 2020 20:21
1
მართლა მთელი გულით მინდა რომ ტორპედო ძლიერი და ფინანსურად გამართული გუნდი რომ იყოს ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გუნდი საქართველოში. უბრალოდ მთელი დღეა ვეძებ ინტერნეტში ამ მანინიზე ინფორმაციას და საერთოდ ვერაფერი ვერ ვნახე. შეიძლება მე ვერ ვეძებ კარგად და თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ კაცის მოღვაწეობის შესახებ გამომეხმაურეთ. არც ინტრიგანი და შურიანი არ ვარ უბრალოდ ისტორია არ მინდა გამეორდეს და 1 ან 2 წელიწადში იგევე რეალობა დადგეს როგორიც დღეს არის. ტორპედოს გულშემატკევრებს ვთხოვ მოითხოვეთ ამ კაცთან შეხვედრა და უბრალო დაპირებებით ნუ დაკმაყოფილდებით, გამოკითხეთ ყველაფერი ეს თუ ნამდვილად გუნდის აღორძინებისთვის არის მოსული ყველაფერზე გიპასუხებთ (ევროპელია და წესით უფრო გახსნილი ადამიანი უნდა იყოს ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის მეპატრონე საქარტველოში). რატო ტორპედო? საიდან გაიგო ტორპედოს გასაჭირი? (სამყაროში ბევრია ტორპედოსავით რთულ მდგომარეობებში მყოფი გუნდები) რა გამოცდილე აქვს ამ სფეროში? ვინ იქნება გუნდის მენეჯმენტში?
ბევრი კითხები უნდა დაუსვათ, თორე მილანი რო მილანია ის გააპარტახა "მილიარდელმა" ინვესტორ/მფლობელმა თან ისე რო დღემდე შოკშია გუნდი.
გიორგი
07 თებერვალი 2020 17:53
1
ქუთაისში ორჯერ ვარ ნამყოფი მაგრამ ბევრ ქუთაისელზე მეტჯერ გამოვხატე გულისტკივილი ტორპედოზე, მე ვგულშევმატკივრომ ყველას , ლანჩხუთის გურიდაან დაწყებული ტყიბულის მეშახტით დამთავრებული, მინდა რო ყველა ქართული კლუბი იყოს ფეხზე დამდგარი!!! აქ მე ვიკითხე ამ ადამიანის პროფესიონალიზმი სად ჩანს? ანუ საქმის კაცია თუ არა? უბრალოდ ვიკითხე და ამომტენეს დისლაიკებით :D
Vasili
07 თებერვალი 2020 17:53
0
რა თქმა უნდა ტორპედოს წარმატებები გამახარებს, რაც შეეხება ინვესტორს, თუ ბავშვთა ფეხბურთის მიხედვით დაიწყო, ესე იგი სერიოზული გეგმებითაა და წარმატებნებიც ექნება, ქუტაისი ხომ ყველა სახის სპორტში გამორჩეული იყო ყოველთვის
ss
07 თებერვალი 2020 17:46
1
ოღონდ მა .. ყუთი ნახონ,
კუჭები შეი-ნახონ,
ფეხ-ბურთი ფეხებზე, ჰკიდი--ააათთთ!
თქვენ რომ მის ნაცვლად იყოთ,
ლიგაც, რომ მოგცეს ხიხომ,
ფეხის ნაცვ-ლად ყ..ე გკიდიათ...
გუნდი ყავს? ჩიპოლინო,
ტრენერი? ვახ ტა რინო,
შედეგი? მაყუთი იშოვნონ!!! ჰეიიიი!!!
ცოტაც და გამოჩნდება,
ტრაკების გამოფენა,
ტოლკა რაზ, ვ გადუ!!




ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
07 თებერვალი 2020 17:42
6
თამაშებს? არ გაყიდის,
დაგვპირდება მანინი,
მაგრამ ბაც! და მაინც წავაგებთ.
წინასწარ, რატომ ტირით?
ვახ სიმონ! რომ გაჰყვირით,
სხვა საქმე, რა იცის, მევახშემ?
ია იგრაიუ....ტამ ტა ტარამ,
ნა გარმონშკე... ტა რარამ.
მოგება, წაგება, ძმებია!!!
სულ ყველგან ესე ხდება,
ფულს უნდა ამოღება,
ჩესნები მშიერი კვდებიან....
ტარა რანი ნანინა....აეეეე!
სუ ყველგან ესე ხდება,
ფულს ხომ უნდა ამოღება,
ჩესნები,
მშიერი,
კვდებიან...
თქვენ კი ჩიჩიც გინდათ და ბაბაც, მასე ზღაპრებშიც არაა სიმონ!!!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
07 თებერვალი 2020 17:24
6
რატომ ხართ ზოგიერთი ესთი შურიანი.აცადეთ ამკაც მე მჯერა ფიფიაზე მეტს გაკეთებს და დინამოზე მაგარი გუნდი გვეყოლება.
goha
07 თებერვალი 2020 16:38
6
იტალიელი და გული შესტკივოდეს :) ხალხო ჭურში ზიხართ??? რას ულოცავთ... კიდევ უფრო გაუბედურებას???

ჩემი სიტყვები დაიმახსივრეთ.
გაუგებარი წარმიშობის იტალიელი ყოველთვის ერთ რაღაცაზე ფიქრობს იცოდეთ...
Paata
07 თებერვალი 2020 16:37
15
პროსტა ბოხმა ხარ კისერში გიჭერს ისე გახჩობს ბოხმა,,,,,ძმარი უნდა გადინონ ცხვირიდან შენაირებს,,,აქ ხალხი ნერვიულობდა რაგაც იმედი ჩაესახა და შენ ბოხმას ანთხევ,,,,, არც მე მაქ დიდი იმედი მარა სხვას არუნდა მოუკლა იმედი და ჩა..... ხასიათში
qutaiseli
07 თებერვალი 2020 18:11
3
რაც ჭირდა ტორპედოს იმაზე მეტი რაღა უნდა დამართოს აპარატზე იყო გუნდი შეერთებული ჰოდა აცადეთ და დასკვნები მერე გააკეთეთ პროფესორებო
sedoi
07 თებერვალი 2020 17:28
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული