მოლდოველი მეკარე სტეფან სიკაჩი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ "სამტრედიაში" გააგრძელებს კარიერას.
სიკაჩი ადრე ფოთის "კოლხეთისა" და თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა. ის გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, "სატრედიაში" აგრეთვე გადავიდნენ თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველები გუჯა რუხაია და ლაშა თოთაძე, რომელიც ბოლოს უზბეკურ "ყიზილყუმში" ასპარეზობდა.
"სამტრედია" 13 თებერვალს სლოვენიურ "კოპერს", 22 თებერვალს კი ყაზახურ "ორდაბასს" შეხვდება.
"სამტრედიამ" განის ნაკრების ყოფილი მცველი და სერბი შემტევი დაიმატა