ტყუილი თუ გაზვიადებული ინფორმაცია - რა კომპანიაა "ტორპედოს" ახალი სპონსორი?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ facebook-გვერდზე საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რომლის მიხედვით, კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს და საკმაოდ მრავალფეროვანი დახასიათება იყო წარმოდგენილი.

"ტორპედოს" ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია "ედენარო" იქნება.

"ედენარო" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ნივთის ნებისმიერი რაოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის, კრიპტოვალუტითაც, რითაც გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან. კომპანია წარმატებულად მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში." - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

ონლაინ აყიდვების ქართველი მოყვარულებისთვის ეს საიტი უცნობია, თუმცა საწყის ეტაპზე ვივარაუდეთ, რომ ეს საიტი მხოლოდ საქართველოში არ ვიცოდით.

პირველ რიგში, საიტი
საძიებო სისტემებში გადავამოწმეთ და ვერაფერი ვიპოვეთ. შემდეგ კლუბმა კომენტარის სახით საიტიც წარმოადგინა edenaro.com/en/

თუმცა საიტზე გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინგაყიდვების მაღაზიის ნაცვლად, სრულიად ახალაწყობილ საიტზე მოხვდებით, სადაც მარაგში პროდუქციის უმრავლესობა მხოლოდ ერთი ცალი აქვთ. ამასთანავე, "საიტის შესახებ" ინფორმაციაში გაურკვეველი ტექსტი წერია. არ მუშაობს სხვადასხვა ბმული და ფასდაკლებების მითითებები. თითქმის არცერთ პროდუქციას არ აქვს შეფასება და მომხმარებელთა გამოხმაურება.

ამავდროულად, საიტზე მითითებული არცერთი სოციალური ქსელი არ მუშაობს. ვებგვერდის იტალიურ ვერსიაში ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს საიტების დეველოპერული კომპანიის მისამართს - demo@posthemes.com. კომპანიის მისამართი - The Barn, Henley in Arden B578 კი საიტების ასაწყობი ვებგვერდის თითქმის ყველა დიზაინს თან ახლავს. ტელეფონის ნომერი ციფრების რიგითობით წერია და სულაც არ წარმოადგენს ამ კომპანიის ნომერს - (+800) 123 456 789.

რაც შეეხება საიტის ინგლისურ ვერსიას, კომპანია კვიპროსულ ორგანიზაციას წარმოადგენს - BAREA INTERNATIONAL LTD, რომლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება და ერთადერთი იმის გარკვევა შეიძლება, რომ 2018 წელს დაარსდა. მას "დედალოს ენტერპრაისი" და "ნილს ჯორგენ ლინდესკოვი" მართავს. რაც შეეხება "დედალოს ენტერპრაისის" საქმიანობას, ეს კომპანია ბიზნესებს ფინანსურ და სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

მოკლედ, "ტორპედოს" სპონსორი, რომელიც მომავალ სეზონში კლუბის მაისურს დაამშვენებს - გაურკვეველი კომპანიაა. იმედია, კლუბი უფრო ზუსტ ინფორმაციას წარმოადგენს, რადგან მათი დახასიათება საიტისას არ ემთხვევა.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 41 /
ეჭვებს ბადებს ეს ყველაფერი, თვითონ ახალ პატრონზეც არანაირი ინფორმაციაა თითქმის, ეს სპონსორი საერთოდ არ ჩანს ინტერნეტ სივრცეში. ტორპედო მართლაც გამორჩეული გუნდია და წარმატებას უსურვებ ყოველთვის.
მერაბ1970
25 თებერვალი 2020 16:38
4
საიტზე არ შეხვიდეთ არაფერი არ იყიდოთ რაღაც საჭვეო წარმომავლობის პორტალია არც სერთიფიკატი არააქვს არაფერი. ედენარო და არა კუპატა
aleko
25 თებერვალი 2020 16:34
5
რა საიტი არ მუშაობს კარგად შეამოწმეთ ჩვეულებრივი დიდი კომპანიაა ონლაინ გაყიდვების შენ რა საიტზე შეხვედი კაცმა არ იცის
Geo
25 თებერვალი 2020 16:32
9
როცა იქნება ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ ძალიან საეჭვო სიტუაცია კი არის შექმნილი. დარწმუნებული ვარ მალე ფარდა აეხდება ყველაფერ ამას და გამოჩნდება მისი ავტორიც. მთავარია გუნდი არ დაიჩაგროს...
emigranti
25 თებერვალი 2020 16:17
4
ძალიან მინდა ტორპედოც და სხვა ქართული გუნდებიც ფეხზე დადგნენ,მაგრამ ტორპედოს ამბავი ცოტა ბუნდოვნად ჩანს , როგორც ახალი მფლობელი , ნეტა ვცდებოდე მაგრამ სუფთად არ ხდება აქ რაღაც ! წარმატებები ტორპედოს !
Levan1
25 თებერვალი 2020 16:14
5
რა სისულელეა. ცუდი სუნი ასდის ამ ყველაფერს,მაგრამ ვნახოთ რა იქნება..
ზუზუ
25 თებერვალი 2020 16:06
6
1 წელი გაქაცავს მეტს ვერა
იცოდე
25 თებერვალი 2020 16:02
7
რაღაც ფორმები არ მომწონს ...
ka
25 თებერვალი 2020 15:59
4
შემე ... თ და აფერისტი მგონია ეს იტალიელი
ემრე
25 თებერვალი 2020 15:58
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული