29 თებერვალს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისის "დინამოსა" და "თელავის" მატჩი 0:0 დასრულდა.
ჩემპიონმა დებიუტანტს უმასპინძლა და ვერ დაჯაბნა. ყველაზე სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში სტუმრებმა შექმნეს, როდესაც ბურთი ძელს კვასოვმა გაარტყა. შესვენებაზე "დინამოს" მწვრთნელმა ჩხეტიანმა თამაშში გარდატეხის შეტანა ორმაგი ცვლილებით სცადა - ქიმაძისა და პაპავას ნაცვლად მოედანზე ბუღრიძე და კუხიანიძე შეუშვა. თუმცა, ამით არაფერი არ შეიცვალა. შეიცვალა კი არა "თელავი"უფრო სახიფათოდ უტევდა. მოკლედ, თამაში სანახაობრივი ვერ გამოვიდა და უგოლოდ დასრულდა.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - თელავი 0:0
გაძევება: ქარდავა (90+5)
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, ლოჩოშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე (ბუღრიძე 46), იაშვილი, ქარდავა, პაპავა (კ) (კუხიანიძე 46), კუცია, ახვლედიანი (შულაია 70), ორშულა
მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
თელავი (4-2-3-1): გოშაძე, ბერიაშვილი (კ), ჩუკვურა, დიმიტროვსკი, ჩაბრაძე, ვარშანიძე, რუხაძე (მ. ბაშელეიშვილი 90+2), ნ. ბაშელეიშვილი (მარაქველიძე 90+5), მოსიაშვილი, კვასოვი, სამუშია (კოხრეიძე 69)
მთ. მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე