ქუთაისის "ტორპედო" ისევ ზაალ ჩაჩავასია?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მფლობელი ჯერ კიდევ ზაალ ჩაჩავაა, კლუბი ახალი მფლობელისთვის, ფაბიო მანინისთვის არ გადაუციათ, - ამის თაობაზე ინფორმაციას გულშემატკივართა კლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.

"ძალიან ვწუხვართ, რომ ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი მოვლენების ფონზე გვიწევს მოგაწოდოთ ცუდი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც მზად არის, ფეხზე დააყენოს ქუთაისის "ტორპედო", ჯერ კიდევ არის პრობლემები, რაც გამოწვეულია იმით, რომ არ გადაუციათ გუნდი ოფიციალურად.

გუნდში ისევ უმძიმესი ფინანსური კრიზისია. თვეებია ფეხბურთელებს და გუნდში დასაქმებულ ხალხს ხელფასი არ აუღია. ფაბიო
მზად არის და მოუთმენლად ელის გუნდის გადაცემას, რათა თავის თავზე აიღოს ვალდებულება.

სამწუხაროდ, გუნდის ოფიციალური მფლობელი ჯერ კიდევ ზაალ ჩაჩავაა...

შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, მანინო მოითხოვს გარანტიის ფურცელს, სადაც დადასტურდება,რომ გუნდი მისი საკუთრებაა.

გთხოვთ დააჩქაროთ ეს პროცესი. ქუთაისის "ტორპედოს" უკან არამარტო სახელი და ისტორიაა, მის უკან უამრავი ბავშვი და ოჯახი დგას.

სამწუხაროდ, დგას გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი.

"ტორპედო" უნდა გადარჩეს! ინვესტორი არსებობს! გუნდი უნდა გადასცენ! დრო ძალიან ცოტაა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღე.

კორონას დასრულების შემდეგაც გრძელდება სიცოცხლე!", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო".

მკითხველის კომენტარები / 9 /
საპირველაპრილო ხუმრობა მგონია,მაგრამ თუ სადმე მოიხელთებთ,დაიჭირეთ და გემრიელად დაუზილეთ გვერდები.თუნდაც ძველი დამსახურების ხათრით.
სოსო
23:39 01-04-2020
0
მორიგი საპირველაპრილო ხუმრობაა, თუ მართალია და ვაი ჩვენს პატრონს?
ნოდიკო
20:39 01-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული