sportall.ge-ს განცხადება ჩვენი ჟურნალისტის სტატიის შესახებ

AutoSharing Option
მოგესალმებით!

გასულ კვირას sportall.ge-ს ჟურნალისტმა გალაქტიონ ესაკიამ გამოაქვეყნა სტატია: "[შეფასება] არაადეკვატური გადაწყვეტილება - ბიუჯეტიდან საფეხბურთო კლუბები კვლავ დაფინანსდებიან".

აღნიშნულ სტატიაში დაშვებული იყო ორი შეცდომა და მოყვანილი იყო არაზუსტი ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით გამოსწორდა. შეცდომების გამო სტატიას მოჰყვა სერიოზული გამოხმაურება, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან.

ჩვენ ვაღიარებთ შეცდომას და რედაქციის სახელით, გადაუმოწმებელი ფაქტების გამოყენების გამო მკითხველისა და შესაბამისი ორგანიზაციების წინაშე ბოდიშს ვიხდით.

აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ აქამდე დაწერილი და გამოქვეყნებული არცერთი კრიტიკული სტატიის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ორგანიზაციისა თუ კონკრეტული თანამდებობის
პირის (ან პირების) დისკრედიტაცია. ასე იყო ზევით მოცემული სტატიის შემთხვევაშიც და ის ვინმესთვის ზიანის მიყენებას მიზნად არ ისახავდა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
სწორია თქვენი მხრიდან, თუმცა იმ სტაიას ამით არაფერი ეშველება, მაგრამ მაინც კარგია შეცდომების დანახვა.
DAVE
10 აპრილი 2020 19:39
0
ისე ის ბოროტი ხალხი სად არიან სტატიას რომ ეთანხმებოდნენ.
ესაკია
09 აპრილი 2020 16:18
4
მე თქვენი ჟურნალისტის სტატია არ მომეწონა, მაგრამ ახლა თქვენი ბოდიში უფრო არ მომწონს. ყველას აქვს თავისი აზრი და შეხედულება ჩვენი თხლებურთის დაფინანსებაზე. დიახ სასირცხვილოა ასეთი გამოსვლა ევროპაზე. მაგრამ ჩემი აზრით ეს სასირცხვილოც აღარ გვექნება თუ არ დავაფინანსებთ. ჯერ ჯერობით ასე ვართ სამწუხაროდ. შეცდომა იყო თვითონ აზრი და არა სტატიაში მოყვანილი რამე უზუსტობა. სამწუხაროა რომ თქვენ ვიღაცამ მიგახვედრათ ან გაიძულათ მოგებოდიშათ.
G.LA
09 აპრილი 2020 15:56
3
უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება. რაშეცდომებზეა საუბარი?
გოგა
09 აპრილი 2020 15:23
0
რა ხდება დაგირეკეს სოდი დან ? :D :D :D :D
swat007
09 აპრილი 2020 14:10
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული