ანანიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

AutoSharing Option
როგორც ბათუმის "დინამოში" დაგვიდასტურეს, აჭარული კლუბი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს, თუმცა შესათანხმებელი, ბუნებრივია, ფინანსურ საკითხებთან ერთად სხვადასხვა დეტალია. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი და კლუბი მომავალი შეხვედრების გამართვას ელოდებიან.

ჯანო ანანიძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა მოსკოვის "სპარტაკში" დაიწყო 2009 წელს. თითო-თითო სეზონი იჯარის წესით "როსტოვსა" და "კრილია სოვეტოვში" გაატარა, ხოლო 2019 წლის ბოლოს მოსკოვურ კლუბს დაემშვიდობა და კარიერა ფამაგუსტის "ანორთოსისში" განაგრძო.

ჯანოს ეროვნულ გუნდში 43 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია. ბათუმის
"დინამომ" საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და მიმდინარე წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ამ კაცმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ დიდად არ აინტერესებდა ითამაშებდა თუ არა... მარტო ფულის შოვნაზე იყო ორიენტირებული...
არა მკითხე მოამბე
20 მაისი 2020 13:53
1
ანანიძე ყოველთვის იყო და დარჩა საქართველოს ჩემპიონატის დონის. მადლობა უნდა გადაუხადოს რუსებს "ბევრი ფული" რომ აშოვნინეს.
ოზეკი
16 მაისი 2020 08:58
8
ჯანო არ დაუჯერო "ბოღმის" ბუკეტებს. ითამაში "დინამო" ბათუმში და საქართველოს ნაკრებში. წინ ევროპის ჩემპიონატია!!!
Teimuraz
15 მაისი 2020 16:14
3
რა წაიღეთ ტვინი ამ ანანიძით. არაფერს არ წარმოადგეს. ნულია.
სამწუხაროდ გელა ნუგზარაშვილი არავის არ ახსოვს. არადა ეგაა ჩვენი მომავალი.
15 მაისი 2020 16:34
5
ჯიღაური რომ გადმოვიდა და ნავალოვსკი რამე წააგეს თუ? არც გუნდი, არც ფეხბურთელები და რაც მთავარია არც ჩვენ გულშემატკივარი არ ვართ უკმაყოფილო, ძალიან ვგულშემატკივრობთ მათ. ორივე ძალიან მაგრად თამაშობენ და თან შედეგიც მოაქვათ გუნდისთვის, იმედია ჯანოც ისევე გაიხსნება როგორც ჯიღაური და ნავალოვსკი. შეგახსენებთ ორივე უთამაშებელი მოიყვანა დინამომ და ვაისს არ დავიწყებია არცერთი დანიასთან ორივე გამოიძახა ნაკრებში, ნავალა ძირითადშიც კი ათამაშა. წარმატებები ჯანოს და ვპირდები ყველა თამაშზე მის სანახავად უფრო ბევრი გულშემატკივარი მივა ვიდრე დადის ბათუმში. ღმერთი შენსკენ.
roma bejanidze
15 მაისი 2020 15:09
1
ჯიღაური და ნავალოვსკი საქართველოში ყველაზე ჯიგრიანი და გულიანი მოთამაშეები არიან. ბოლომდე ბრძოლა იციან. ანანიძე კიდევ ზარმაცია. არც ბათუმს არ გამოადგება
გიორგი
15 მაისი 2020 15:35
6
გული მტკივა ანანიძეზე ფიქრით. ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი, თავი არასოდეს დაუზოგავს ნაკრებში თამაშის დროს. რა თქმა უნდა რაღაც შეცდომები დაუშვია, ვინ არის უშეცდომო? არასწორად ავარჯიშებდნენ, არასწორად მკურნალობდნენ და ამის გამო ამდენი ტრავმები გადაიტანა. მისი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ დროზე არ წავიდა რუსეთიდან. იქ ფეხბურთელზე მხოლოდ წამიერად ზრუნავენ. თუნდაც რა იყო ახალმორჩენილი მოყინულ მინდორზე რომ ათამაშეს და ისევ ტრავმა. რომ წასულიყო ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, ამდენი "უიღბლობა" არ იქნებოდა. მაინდამაინც მაგათთან თუ არ მოხვდებოდა (ეს ისე, ყენიას დასაცავად, ის მაგათი ხომ სრულებით არ ინდობდა სულ ახალგაზრდა ყენიას ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ორგანიზმს). ეს ყველაფერი წარსულშია. დღეს ჯანოს მხარდაჭერა უნდა, თქვენ კი ოღონდ ვინმე გალანძღოთ, სხვა არაფერი გადარდებთ. ვერ ვგებულობ, თუ შეძლებს და ითამაშებს, თუ ფორმას აღიდგენს, თუ გამოადგება საქართველოს ნაკრებს, ამით ნერვები მოგეშლებათ? არ გაგეხარდებათ?
ჯანო! ყოჩაღად იყავი, მთელ საქართველოს უყვარხარ, ყველა შენი გულშემატკივარია! წარმატებებს გისურვებ! გაიხარე და გაახარე საქართველო!
alexandre
15 მაისი 2020 13:14
3
ძალიანაც სწორი გადაწყვეტილებაა, ჯერ ახალგაზდა ხარ ჯანო ყველაფერი წინ არის, მჯერავს, რომ ჯანოს ვიხილავთ მაღალ დონეზე. გენაცვალე ჯანო აბა შენ იცი, შენ რომ ფორმაში ხარ ნაკრებიც სხვანაირად თამაშობს, გააზრებულად. წარმატებებს ვუსურვებ ჯანო ანანიძეს.
x.x
15 მაისი 2020 11:41
2
ვაისი არ ათამაშებს ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის გუნდების ფეხბურთელებს.იქნებ ანანიძეზეც გავრცელდეს მისი ეს პრინციპი და დავისვენებთ ჩვენც და ეგეც.ისე მაგან უნდა თქვას გამიმართლაო,მხართეძოზე კოტრიალში მილიონები იშოვა რუსეთში. ღმერთმა ალალად შეარგოს,მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებოს.
ნუკრი
15 მაისი 2020 11:07
18
ჯანო არის უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელი მაგრამ მას მოუწევს ყველაფერი დაიწყოს თავიდან როგორც მთელ ჩვენს ფეხბურთის წარმატებები ჯანოს და საქართველოს
იბერიელი68
15 მაისი 2020 11:02
2
ძალიან “წინ” გადადგმული ნაბიჯი იქნება ვერაფერს იტყვი!!!
.
15 მაისი 2020 10:50
1
ალბათ ესეც ჭორია, ცოტა ხანში დაწერენ, ანანიძეს ბათუმის დინამოსთან ერთად რუსეთის პრველი დივიზიონის გუნდი ეპატიჟება თავისთან, და მერე მიამატებთ ასევე არიან ბელგიის, ჰოლანდიიის პირველი ლიგის გუნდები, და მერე წავიდააააა კომენტარები რო სად ჯობია და სად მოუხდება და ა.შ :-D აი დაუსრულებელ სერიალს გავს, ადრე რო გადიოდა იზაურა და რღაც ესეთები, ყოველდღე ახალ ახალ დეზინფორნაციებით რო გვეტინით!!! არადა თავიდან, ანორთოსისიო, მზიანი ქვეყანაო, გაიხსენებაო და რავიცი კიდე რას არ წინასწარმეტყველებდით, ჯერ 90 წუთი ჩატარებული არ ქონდა და იქნებ სადმე ევროპულ წამყვან ჩემპიონატში გადავიდესო, თითქოს ანორთოსისში უკვე დაეგლიჯა ყველაფერი. მე პირადა ჯანოს გულშემატკივარი ვარ , მეგონა რო უფრო მეტს მიაღწევდა , მაგრამ რაც არის ეს არის, ფინასურად რაც მთავარია მყარად დგას ფეხზე (ასე მგონია ყოველშემთხვევისთვის ) და ორი აზრი არ არსებობს იმის რო თუ მართლა ბათუმში გადავიდა ყურებადომიბა და ინტერესი უფრო მეტი იქნება...
Vasili
15 მაისი 2020 10:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული