"სამტრედიამ" მესამე დღეა ვარჯიშები განაახლა, კომენტარი კი მისმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გააკეთა.
"უკვე მე-3 დღეა, "სამტრედიამ" ვარჯიშები განაახლა. მაქსიმალურად ვიცავთ იმ რეგულაციებს, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ მოგვაწოდეს. გამომდინარე იქიდან, თუ რა სიტუაცია იყო ქვეყანაში, ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა მაინც დამაკმაყოფილებელია.
ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება. ამ გადაწყვეტილებას ვემხრობი და კარგია, რომ გათამაშება მალე დაიწყება, რადგან ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე აქვთ სათამაშო და მნიშვნელოვან მატჩებს კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ.
რაც შეეხება წინა 2 ტურს, ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. კმაყოფილი შეიძლება მხოლოდ იმით
ვიყო, რომ "ტორპედოსთან" გავიმარჯვეთ. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია, შეთამაშება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და გეგმის მიხედვით მივდიოდით, თუმცა კორონავირუსმა შეგვაჩერა და ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს", - ციტირებს კაჭარავას კლუბის "ფეისბუქის" გვერდი.