ეროვნულ ლიგაში Covid 19-ზე ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა

AutoSharing Option
"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მონაწილე კლუბების COVID-19-ზე ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა. სავალდებულო ტესტირების ფარგლებში შემოწმება 340-მა ადამიანმა გაიარა. მატჩის განაცხადში შემავალ ოფიციალური პირების ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" განახლების შესახებ კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"ეროვნული ლიგის 10-ვე კლუბმა Covid 19-ზე ტესტირების პირველი ეტაპი გუშინ დაასრულა. საბედნიეროდ, ყველა ტესტირებული პირის პასუხი არის უარყოფითი და გუნდები უკვე გადავლენ შეკრებაზე. 14-დღიანი შეკრების შემდეგ, ეროვნული ლიგის განახლებამდე ყველა მათგანი განმეორებით ტესტირებას გაივლის.

"კრისტალბეთ ეროვნული ლიგა" 25 ივნისს განახლდება. მოთამაშეების
მსგავსად, შეკრებაზე გადადიან ის მსაჯებიც, რომლებიც "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მატჩებს ემსახურებიან. ყველა მათგანს პირველი ტესტირება უკვე ჩაუტარდა და შეკრებას ლაგოდეხში, სფფ-ის ბაზაზე გაივლიან."

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული