ირაკლი ლექვთაძე: აქ იმისთვის ვარ, რათა კლუბს ძველი სიმაღლეების დაბრუნებაში დავეხმარო

AutoSharing Option
გორის "დილამ" 28 წლის შემტევ ნახევარმცველ ირაკლი ლექვთაძეს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა. ლექვთაძე თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, 2010/11 წლების სეზონში "დილაში" იჯარის წესით თამაშობდა, ბოლოს კი საჩხერის "ჩიხურაში" ასპარეზობდა. "დილას" საიტმა მას ინტერვიუ ჩამოართვა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- ირაკლი, მოგესალმებით. შენ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშე. გვესაუბრე იმ შთაბეჭდილებების შესახებ, რაც გუნდში მოსულს დაგეუფლა…

- მოგესალმებით. დიახ, სავარჯიშო პროცესში უკვე ჩავერთე და შემიძლია ვთქვა, რომ აქ არსებული გარემოთი კმაყოფილი ვარ. როგორც მოთამაშეები, ასევე სამწვრთნელო შტაბი ძალიან გულთბილად დამხვდა. ბევრთან აქამდეც ძალიან
ახლო ურთიერობა მქონდა, რაც საერთო ენის გამონახვას გაგვიადვილებს.

ვესაუბრე სამწვრთნელო შტაბს და მითხრეს, რომ ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ. მეც, ჩემი მხრივ, მაქსიმალურად ვეცდები, ეს იმედები გავამართლო.

- რა ფაქტორების გამო შეაჩერე არჩევანი "დილაზე"?
- ამ გუნდს აქვს ამბიციები და ჩემთვის სასიამოვნო იყო ასეთი გუნდის ინტერესი. როდესაც ასეთი გუნდიდან, როგორიც "დილაა", შემოთავაზებას იღებ, ბევრი ნამდვილად აღარ უნდა იფიქრო, მით უმეტეს, მე აქ ერთხელ უკვე ვიყავი. მახსოვს, თუ როგორი მიზნებისთვის შეუძლია ამ გუნდს ბრძოლა და შევეცდები, გუნდს ტიტულებისა და ამ სიმაღლეების დაბრუნებაში დავეხმარო.

- პანდემიამ, ისევე, როგორც ყველა, შენც შეგაჩერა. მოედანზე დაბრუნების შემდეგ როგორ შეაფასებ შენს კონდიციებს? რამდენად მზად შეხვდები სეზონის განახლებას?

- მართლაც ძალიან რთული 3-თვიანი პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ახლა ეტაპობრივად ყველაფერი ლაგდება. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ჩვენს ექიმებს დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უმაღლეს დონეზე აკეთებენ თავიანთ საქმეს და ძალ-ღონეს არ იშურებენ ქართველი ხალხის სიმშვიდისა და ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება ჩემს სათამაშო კონდიციებს, ვცდილობდი ამ პერიოდის მანძილზე ფორმის შენარჩუნებას. რაღაც დოზით ეს მოვახერხე კიდეც, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სრულფასოვნად ვერ შევძელი. მოკლე დრო გვაქვს ჩემპიონატის სტარტამდე და ყველა ღონეს ვხმარობ აღნიშნულ დროში მაქსიმალურად ოპტიმალურ ფორმამდე მისასვლელად.

- ზემოთ უკვე აღნიშნე, რომ "დილა" შენთვის უცხო გუნდი ნამდვილად არ არის. მოდი, გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც აქ იჯარით თამაშობდი. რა მოგონებები გაქვს იმ პერიოდიდან?
- ამ პერიოდიდან მხოლოდ დადებითი შემიძლია გავიხსენო. 6-თვიანი იჯარით ვიყავი მაშინ "დინამოდან" აქ მოსული და ძალიან კარგ მოთამაშეებთან ერთად მომიწია თამაში. მაშინდელ "დილაში" საქართველოს იმდროინდელი ნაკრების წევრები იყვნენ თავმოყრილნი და კლუბის შედეგებიდან გამომდინარე, ალბათ, კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი იყო. სწორედ აქ მოვიპოვე, კარიერაში პირველად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი. შემდეგ იყო ევროტურნირები, რომლებზეც ასევე კარგი შთაბეჭდილება დავტოვე, თუმცა საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და კლუბიდან წასვლა მომიწია.

- რას ეტყვი შენი ახალი გუნდის გულშემატკივარს?

- გულშემატკივარი ყველაზე დიდი ძალაა ფეხბურთში. ვფიქრობ, "დილას" საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს. როცა აქ ჩამოვდიოდი, ვგრძნობდი, თუ როგორი დამუხტულები იყვნენ საკუთარი გუნდის საქომაგოდ, ძალიან დიდ ენერგიას აძლევენ თავიანთ გუნდს. ამ სტადიონზე არსებული ატმოსფერო მათი დამსახურებაა და გული მწყდება, რომ გარკვეული დროის მანძილზე მათ გარეშე მოგვიწევს თამაში, მაგრამ ვფიქრობ, შევძლებთ ვითამაშოთ ისე, რომ მათ ჩვენით ჯერ მოედნის მიღმა იამაყონ, შემდეგ კი ერთად გავიხაროთ წარმატებებით.

fcdila.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
jak0-ს. სამწუხარო იცით რა არის? ვიღაც ჯაკოსნაირ ადამიანებს სიმართლე კი არ აინტერესებთ, არა, უბრალოდ წარუმატებელი არარეალიზებულია, ზის და შურს. აი ასე, ზის და თავის ბოღმაში იღრჩობა.დაწყნარდი, ჯაკო, ღუდუშაური არ გაბრაზდება შენნაირი ადამიანების კომენტარზე.
ასეა
18 ივნისი 2020 11:33
1
ნათესაობა და ახლობლობა ვერ უდველის ფაქტს,სიმართლე ისაა რომ ღუდუშაური გარიგებული თამაშის გამო დააკავეს,ჰოდა იდკარები სწორედ ასეთი დადგმის საჩუქარია,
ასეა-ს
19 ივნისი 2020 14:35
0
რომელი სიმაღლეები შვილო, რომელი? ვაიმე ქართულო ფეხბურთო.
დინამო
17 ივნისი 2020 20:35
2
თუ კაცი ხარ არ გადმოვარდე, გორის დილას იმხელა "სიმაღლეები" აქ დანაპყრობი იქ ასვლა სახიფათოა.DDDDD
fff
17 ივნისი 2020 12:09
1
სიმაღლეებზე ლაპარაკობთ როგორც ბარსელონა ან რეალი ალბათ
შოკირებული გულშემატკივარი
17 ივნისი 2020 00:51
4
დილაში ღუდუშაურიც მიუყვანიათ,აწი დამსახურებულად წარდგენილი იქნებიან ოსკარზე და ნომინაციაშიც გამარჯვებულებიც საუკეთესო დადგმისთვის,ბრავო
jako
16 ივნისი 2020 23:36
4
გორის დილას ძველი სიმაღლების აღდგენა.სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.საინტერესოა თავის თავსაც აკეთებენ ამაში
ვახო
16 ივნისი 2020 23:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული