ეროვნული ლიგა. III ტური: "თელავმა" ბათუმში ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "თელავს" დაუზავდა - 1:1.

ფლამარიონმა დებიუტშივე წინ გაიყვანა მასპინძლები, თუმცა სტუმრები არ შეეპუენ და შესვენების შემდეგ კოხრეიძემ საპასუხო გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ბათუმელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ გოშაძის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს.

ბათუმის "დინამომ" ჩემპიონატზე მესამე მატჩიც ფრედ დაასრულა, "თელავმა" კი კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მესამე ქულა მოიპოვა.

2 ივლისს ბათუმის "დინამო" "საბურთალოს, ხოლო "თელავი" 4 ივლისს "სამტრედიას" უმასპინძლებს.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - თელავი 1:1
გოლები: 1:0 ფლამარიონი (1), 1:1 კოხრეიძე (53)

დინამო
(ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), გეგეჭკორი, კობახიძე, ნავალოვსკი, ობოაბონა, ცინცაძე (ტეიდი 79), გაფრინდაშვილი (მანჯგალაძე 46), ჯიღაური, მამუჩაშვილი, ფლამარიონი, დვალიშვილი (ნიქაბაძე 63)

მთ. მწვრთნელი: გეგუჩაძე

თელავი (3-4-3): გოშაძე, თოლორდავა (კ), ბერიაშვილი, ჩუკვურა, ძოწენიძე, ჩაბრაძე, მ. ბაშალეიშვილი, რუხაძე (ნ. ბაშალეიშვილი 86), მოსიაშვილი (ვარშანიძე 75), კოხრეიძე, კვასოვი (სამუშია 60)

მთ. მწვრთნელი: გოცირიძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბრავო თელავი,გაბრექილ ბათუმს მიუჩინეთ ადგილი,ერთი ფეხბურთელი არ ყავს ბათუმს ვინც გაიქცევა და გაამწვავებს,რას გავს გუნდი
გურჯაანი
08:29 26-06-2020
4
როგორი გესლიანი და უსაფუძვლო კომენტარებია, რას ნიშნავს თავში ავარდნა, რომელი ფაქტებით საუბრობთ საერთოდ, ის უნდა გიხაროდეთ პირიქით როგორ დაიხვეწა ბათუმში გულშემატკივრის კულტურა და მისაბაძია მთელი საქართველოსთვის, გულშემატკივარს ხშირად მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის ტაშიც დაუკვრიათ, ზუსტად გავარდნილმა ვიტჯორჯიამ რომელსაც არაფერში ქულა ჭირდებოდა საჩემპიონო ქულა დაგვაკარგია და მაშინ ნახევარი სტადიონი ტაშით აცილებდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ესააა შეურაწყოფა??? არც არავინ იბრიქება ზუსტადაც შემადგენლობა ისეთი გვყავს საფუძვლიანი ამბიციებიც გაგვაჩნია მაგრამ ამით არავის არ შევურაწყოფთ. სხვებისგან განსხვავებით ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. იყავით ობიექტურები არ ვართ ისეთ სიმაღლეზე ჯერ რო რომელიმე გუნდის წარმატება არ გაგვიხარდეს, პირადი ამბიციები და ანტიპატიების დრო ნამდვილად არაა, საერთო საქმე გავაკეთოთ უსევ ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის და არა მარტო ფეხბურთისთვის
Batumi90
13:21 26-06-2020
2

სიახლეები პოპულარული